Daily Archives: სექტემბერი 1, 2020

გიორგი ვოლსკი: სააკაშვილმა მეთერთმეტედ განაცხადა, რომ უნდა ჩამოვიდეს… ნეტა ჩამოვიდეს

„ამოწიეთ ბოლო პერიოდის არქივები, რამდენი განცხადება და ქმედებაა ჩადენილი, რამდენი ჩვენი ოპონენტის პოზიციაა გამოხატული იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არჩევნები არ უნდა იყოს მშვიდი. სააკაშვილს, აი ბოდიშებს ვინც იხდის, ჰქონდა გამონათქვამი იმასთან დაკავშირებით, რომ ცოტა დააკლდათ პარლამენტში რომ შემოვარდნილიყვნენ ანუ საფრთხე საიდანაც მოდის, ეს უნდა ვეძიოთ“, – განაცხადა რუსთავი 2“-ის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ. მისივე თქმით, სააკაშვილი სერიოზულად ...

დაწვრილებით »

გიორგი ვოლსკი: სააკაშვილის ბოდიში „ჩირად“ არ ღირს, ბოდიშს იხდის მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხის გულის მოგება უნდა

„მე არ ვიცი „პატრიოტთა ალიანსს“ დაუდასტურდება თუ არა ის პოლიტიკურად და ადამიანურად თავის მომჭრელი დოკუმენტი, მაგრამ თავის მომჭრელი დოკუმენტი უკვე დაუდასტურდა სააკაშვილს, რომელმაც ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომ საქართველომ ომი დაიწყო და ყველაფერი გააკეთა რუსეთისათვის, რომ ოკუპაციის აქტს რაღაც გამართლება ჰქონოდა. ხელიც მოაწერა ამ აქტს და ყველაფერი, რაც ჩვენმა პარტნიორებმა უთხრეს გვერდზე გადადო, დახია და დღეს კი პროდასავლურ განცხადებებს აკეთებს. ახლა ...

დაწვრილებით »

პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის დათვალიერებისას მექანიკური დაზიანების ან სხვა ხელოვნური ზემოქმედების კვალი ვერ აღმოაჩინეს

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ მორიგ განმარტებას აკეთებს. „თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე დანიშნული კომპლექსური ექსპერტიზის ფარგლებში, 2020 წლის 31 აგვისტოს, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერება ჩატარდა, რაშიც მონაწილეობას ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები, „ჰიუნდაი აუტო საქართველოს“- წარმომადგენელი და ოჯახის ადვოკატი იღებდნენ. ნივთმტკიცების გახსნა-დათვალიერების ფარგლებში დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „Hyundai Accent’’-ის მარკის ავტომანქანა აღჭურვილი იყო არაქარხნული წესით დამონტაჟებული ცენტრალური საკეტის ჩაკეტვა-გაღების ფუნქციით, რაც იმართება ე.წ ...

დაწვრილებით »

კომუნიკაციების კომისიამ საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი დაიწყო

კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 24-საათიან რეჟიმში 50-მდე სამაუწყებლო არხს დააკვირდება. მედიამონიტორინგი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება. ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია აქვეყნებს. „კომუნიკაციების კომისია მონიტორინგის ანგარიშებს პერიოდულად გამოაქვეყნებს, რომლის ფარგლებშიც, საზოგადოებას რაოდენობრივთან ერთად, თვისებრივი კვლევის შედეგებს წარუდგენს. მონიტორინგის პროცესში 30-მდე მონიტორი წინასაარჩევნო რეკლამას, წინასაარჩევნო დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, ასევე, წინასაარჩევნო აგიტაციას და ...

დაწვრილებით »

რატი იონათამიშვილი სააკაშვილზე: ამ ადამიანს ბოდიშის მოხდის უფლება მხოლოდ მაშინ ექნება, როდესაც დაკისრებულ სასჯელს მოიხდის

„ქართული ოცნების“ გუნდი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში. ჩვენი კამპანია უკვე დაწყებულია ამ პრინციპებზე დაფუძნებით, კიდევ უფრო გამყარდება და იქნება ნამდვილი ევროპული ტიპის, საქმეზე ორიენტირებული, შინაარსიანი, თემატური და მრავალფეროვანი, რადგანაც ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი მოსახლეობისა და ქვეყნის წინაშე“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ...

დაწვრილებით »

დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციას: სოციალური დახმარების თემატიკით სპეკულირება არის უზნეობა და მოეშვით ამ უზნეობის წარმოებას

მსოფლიო უკვე ნახევარი წელია პანდემიის რეჟიმში ცხოვრობს და რამდენი ხანი მოუწევს ამ რთული გამოწვევის წინაშე პირისპირ ყოფნა, არავინ იცის, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხდა. მისი თქმით, არჩევნები დემოკრატიულად და თავისუფალ გარემოში უნდა ჩატარდეს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია მისი ჩატარება ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო იყოს, რათა არჩევნების შემდეგ დამატებითი პრობლემები არ შეიქმნას. „რა ...

დაწვრილებით »

მამუკა მდინარაძე: როგორც იქნა სააკაშვილმა უმძიმესი დანაშაულები აღიარა

  ,,როგორც იქნა ამ კაცმა აღიარა უმძიმესი დანაშაულები,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ქართველი ხალხისადმი ბოდიშის მოხდას და დაბრუნების შესახებ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ამ ბოდიშით აღიარა ქვეყნის წინაშე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები. როგორც საპარლამენტო უმრავლეობის ლიდერმა აღნიშნა, სააკაშვილის სატელიტები და თანამზრახველები ამ აღიარების შემდეგაც ...

დაწვრილებით »

მამუკა მდინარაძე – არჩევნების წინ ასე ყასიდად ბოდიშის მოხდა ნიშნავს ხმების მოპოვების მცდელობას, როგორც იქნა მიხეილ სააკაშვილს წამოსცდა და აღიარა უმძიმესი დანაშაულები

არჩევნების წინ ასე ყასიდად ბოდიშის მოხდა ნიშნავს ხმების მოპოვების მცდელობას, როგორც იქნა მიხეილ სააკაშვილს წამოსცდა და აღიარა უმძიმესი დანაშაულები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ამ ბოდიშით აღიარა ქვეყნის წინაშე ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მისი სატელიტები და თანამზრახველები ამ აღიარების შემდეგაც ვერ ბედავენ, რომ სააკაშვილს პოლიტდევნილი არ უწოდონ. „როგორც იქნა, ...

დაწვრილებით »

გია ვოლსკი – „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთიდან დაფინანსების საკითხი თუ დადასტურდა, ეს იქნება ამ პარტიის დასასრული და კატასტროფა

„პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთიდან დაფინანსების საკითხი თუ დადასტურდა, ეს იქნება ამ პარტიის დასასრული და კატასტროფა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული თემა სერიოზულ მოკვლევას საჭიროებს. „პატრიოტთა ალიანსის“ ადვოკატობა ვერ წარმომიდგენია საგარეო კურსის გამო, იმ დამოკიდებულების გამო, რაზეც ჩვენი ჩამოყალიბებული პოზიცია გვაქვს, მაგრამ ერთი ფურცლის გამო მოხსნის საკითხი არასერიოზულია. ამ თემაზე ...

დაწვრილებით »

კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან რვა შემოტანილია, 14 ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება, ხოლო ერთის წყარო ამ ეტაპზე უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 14 ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება, რვა შემთხვევა შემოტანილია, ხოლო ერთის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია და ეპიდკვლევა მიმდინარეობს. მისივე თქმით, იმპორტირებული შემთხვევებიდან ხუთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. „გუშინ გახლდათ 1487 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 23 და ამჟამად არის 1510. 23 პაციენტიდან 14-ის წყარო არის კონტაქტი ინფიცირებულ პაციენტებთან, რვა შემთხვევა ...

დაწვრილებით »