დავით მათიკაშვილი: სააკაშვილის მდარე დრამატურგიამ და ყალბმა „ნიანგის ცრემლებმა“ ყველა კითხვას გასცა პასუხი

Read Time:1 Minute, 52 Second

სააკაშვილის მდარე დრამატურგიამ და ყალბმა „ნიანგის ცრემლებმა“ ალბათ ყველა კითხვას გასცა პასუხი. ამ სიყალბეს წერტილი უნდა დაესვას. დიახ, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს საქართველოში. მან კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი ქართველი ხალხის წინაშე, იმ თითოეული ოჯახის წინაშე, რომლის მიმართაც პირადად მას და მისი პარტიის ძალიან ბევრ წევრს მიუძღვის დანაშაული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„აქ მე ვგულისხმობ ყველა იმ ოჯახს, რომელიც ცხინვალის რეგიონიდან 2008 წელს გამოიდევნა, მე აქ ვგულისხმობ ყველა იმ წართმეულ ბიზნესს, რომელიც მთელმა საზოგადოებამ და მსოფლიომ კარგად იცის და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ არაერთხელ არაერთი განაჩენით დაადგინა სწორედ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულის ფაქტი. ამ რიგშია რობაქიძის, გირგვლიანის ოჯახები, ისინი დღემდე ითხოვენ შესაბამის პასუხებს არა შეცდომებისთვის, არამედ დანაშაულებისთვის, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა“, – განაცხადა მათკაშვილმა.

მისივე თქმით, სისხლის სამართლის კოდექსი მკაფიოდ ახდენს დანაშაულის და შეცდომის გამიჯვნას და ასე უნდა მოხდეს სააკაშვილის შემთხვევაშიც, ვინაიდან მის მიერ ჩადენილი ქმედებები არის დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე.

დავით მათიკაშვილმა მოუწოდა ოპოზიციონერ კოლეგებს, მიბაძონ თავიანთ ლიდერს და საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ.

„მე მინდა, მივმართო სააკაშვილის პარტიის ყოფილ და მოქმედ წევრებს. ალბათ უკვე ყველა კითხვას გაეცა, კოლეგებო, პასუხი. თქვენ თვითონ ძალიან კარგად ნახეთ თქვენი საკუთარი ბელადის პოზიცია და ბოდიშები საკუთარი ხალხის მიმართ. ეს არის პირდაპირი აღიარება ყოფილი დამნაშავე პრეზიდენტის, რომ მან დანაშაულები ჩაიდინა. ეს ნიანგის ცრემლები და ტყუილები მას საქართველოში აღარ გაუვა. ქართველ ხალხს ის ვეღარ მოატყუებს. და ხომ არ მიბაძავდით მას, კოლეგებო და იმ დანაშაულებისთვის, რაც ჩადენილია თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, გამოხვალთ და საზოგადოებას მოუხდით ბოდიშს. ეს თქვენ პასუხისმგებლობისგან არ გაგათავისუფლებთ არც ერთ შემთხვევაში, მაგრამ არსებობს მორალი და ამ მორალსაც უნდა ვცეთ პატივი. მინდა შეგახსენოთ ერთი რამ, რომ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი, სადაც არის ჩამონათვალი იმ დანაშაულების, რომლებიც ისჯება სისხლის სამართლის წესით და ისჯება ძალიან მკაცრად. იქვე არის გამიჯნული ძალიან კარგად რა არის დანაშაული და რა არის გადაცდომა. მოდით, ნუ ავურევთ ამას ერთმანეთში და ნუ შევეცდებით საზოგადოებას ნაცარი თვალში შევაყაროთ. შეცდომა არ არის ადამიანების მოკვლა, ოჯახების განადგურება, შეცდომა არ არის მედიასაშუალებების დარბევა და მათი წართმევა მათი მფლობელებისთვის, შეცდომა არ არის საკუთარი მიწა-წყლის და საკუთარი სამშობლოს 20 პროცენტის ჩაბარება ოკუპანტებისთვის. ეს არ არის შეცდომა, ეს არის დანაშაული და ამ დანაშაულზე ყველამ, მისმა ჩამდენმა უნდა აგოს პასუხი ძალიან მკაცრად“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.​

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად სავარაუდოდ 7 სექტემბერს წარადგენს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას შეცდომებისთვის ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ სამშობლოში ბრუნდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნინო წილოსანი: ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა იყო და იქნება ჩვენი პრიორიტეტი
Next post კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან რვა შემოტანილია, 14 ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება, ხოლო ერთის წყარო ამ ეტაპზე უცნობია