გიორგი ვოლსკი: სააკაშვილის ბოდიში „ჩირად“ არ ღირს, ბოდიშს იხდის მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხის გულის მოგება უნდა
„მე არ ვიცი „პატრიოტთა ალიანსს“ დაუდასტურდება თუ არა ის პოლიტიკურად და ადამიანურად თავის მომჭრელი დოკუმენტი, მაგრამ თავის მომჭრელი დოკუმენტი უკვე დაუდასტურდა სააკაშვილს, რომელმაც ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომ საქართველომ ომი დაიწყო და ყველაფერი გააკეთა რუსეთისათვის, რომ ოკუპაციის აქტს რაღაც გამართლება ჰქონოდა. ხელიც მოაწერა ამ აქტს და ყველაფერი, რაც ჩვენმა პარტნიორებმა უთხრეს გვერდზე გადადო, დახია და დღეს კი პროდასავლურ განცხადებებს აკეთებს. ახლა ხელისუფლებას უნდა დავეკითხოთ, როგორ მოიქცეს, რომელი უფრო მოღალატეობრივია?“, – განაცხადა რუსთავი 2“-ის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ. მისივე თქმით სააკაშვილის ბოდიში „ჩირად“ არ ღირს, არაფრად ღირს და ბოდიშს იხდის მხოლოდ იმიტომ, რომ ახლა უნდა იმ ხალხის გულის მოგება, ვინც არ არის დაკავშირებული იმ სადისტური მმართველობის პერიოდთან. „ბოდიშს იხდის ერთ რამეზე, რატომ უფრო მეტ ადამიანს არ მოუგრიხა კისერი და არ გაასწორა მიწასთან მისი ოჯახი. ალბათ, ამაზე იხდის ბოდიშს. გასაგებია პირველი პერიოდი, აღფრთოვანება 2004 წლიდან დაწყებული, მაგრამ უცებ გამოჩნდა, რომ ადამიანის სიცოცხლე არაფრად ღირს“, -აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023...
თეა წულუკიანი: 100-ჯერ და 1000-ჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს
„რაც არ უნდა რბილ გამონათქვამად მოეჩვენოს ეს ვინმეს, დასანანია ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ...
მამუკა მდინარაძე: ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის გამო არ ესწრებოდა. „დილით ფეხი ვეღარ დავდგი,...
VIDEO: „ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს…“ – ლადო მგალობლიშვილი
„ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს...“ - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა,...
ირაკლი კობახიძე: იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია, ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი მათ გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი...
მიხეილ სარჯველაძე: “სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო – მათი შრომა ძალიან დასაფასებელია”
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო...