ცნობილი ხელბურთელი ჯემალ ცერცვაძე გარდაიცვალა

Read Time:37 Second

ქართველი ხელბურთელი, მსოფლიო ხელბურთის ვარსკვლავი და საქართველოს ხელბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი ჯემალ ცერცვაძე. ის 79 წლის იყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ხელბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ჯემალ ცერცვაძე 1939 წლის 7 მაისი დაიბადა, თამაშობდა თბილისის თბილისის ქარიშხალასა (1958–1975) და საბჭოთა კავშირის ნაკრებში (1959–1972). სსრკ ორგზის ჩემპიონი (1962, 1964), სამგზის მეორე (1965, 1966, 1967) და მესამე (1963) პრიზიორი.

ზედიზედ ათჯერ მოიპოვა სსრკ ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირის სახელი (1962–1971), მსოფლიო ფესტივალის ჩემპიონი (1968), მონაწილეობდა სამ მსოფლიო ჩემპიონატში (1964, 1967, 1970), აქედან ორში (1964, 1967) ჩემპიონატის ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედ აღიარეს, სამჯერ იყო შეყვანილი მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში.

სსრკ ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა 78 მატჩი, გაიტანა 276 გოლი. შვედეთის მსოფლიო ჩემპიონატზე (1967) ის „ხელბურთის ჯადოქრად“ მონათლეს.

1980 წელს ჯემალ ცერცვაძემ ოლიმპიური რეზერვების ხელბურთის სპეციალიზებული სკოლა დააარსა, რომელიც მის სახელს ატარებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ავსტრალიაში 70 წლის ცოლ-ქმარი ერთ დღეს გარდაიცვალა
Next post კახა კალაძე: 2019-2020 წელს თბილისში ორი ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი აშენდება