ცესკო-მ ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო, რომლის მიხედვითაც, საქართველოში 3 540 609 პოტენციური ამომრჩეველია
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა გადასცა. ცესკო-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, სააგენტოს მიერ ცესკო-სთვის გადაცემულ სიაში 3 540 609 პოტენციური ამომრჩეველია.
სიების გადმოცემასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს ცესკო-სა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს შორის შეხვედრა გაიმართა.
„განახლებული მონაცემების საფუძველზე, საზოგადოებისა და შესაბამისი ჩართული მხარეების აქტიურობით გვექნება კიდევ უფრო გაუმჯობესებული, კიდევ უფრო დახვეწილი ამომრჩეველთა ერთიანი სიები, რომლებიც მოხსნის ყველა იმ კითხვის ნიშანს და გამორიცხავს იმ მანიპულაციას, რომლებიც ამომრჩეველთა სიასთან მიმართებაში შეიძლება, არსებობდეს“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.
პოტენციურ ამომრჩეველთა სიის შედგენის პროცესზე ისაუბრა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზურაბ სანიკიძემ. როგორც მან აღნიშნა, 2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი ბიომეტრიული საარჩევნო სია მოქმედებს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა სია იყოს სრულყოფილი.
„ჩვენ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის ყველაზე სრულყოფილი, ყველაზე ამომწურავი და ყველაზე გამჭვირვალე სია, რაც განამტკიცებს სრულად იმ მთავარ პრინციპს, რასაც ჰქვია ერთი ამომრჩეველი – ერთი ხმა“, – განაცხადა ზურაბ სანიკიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
როგორც ცესკო-ში აღნიშნავენ, მონაცემების დამუშავების შემდეგ, ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის.
„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სიის ფორმირებისთვის საჭირო მონაცემებს წელიწადში ოთხჯერ აწვდის, ხოლო საარჩევნო პერიოდში გადასცემს მოთხოვნის შესაბამისად.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი მოულოდნელად გარდაიცვალა
ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა, სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ღრმა მწუხარებით იზიარებს ქ. გალის მე-2...
20-ათასზე მეტი მოქალაქე მაისიდან მომატებულ კომპენსაციას მიიღებს – ვის შეეხება ცვლილება
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და...
ზურა ყიფშიძის საჯარო კრიტიკა და შვილიშვილის პასუხი – “ვაი მე! სადა ბანაობ? შვილო! შე ვირიშვილო
ნატალია ყიფშიძის მიერ “ტელეკომპანია პირველის” პირდაპირ ეთერში გამოთქმულ აზრს, რომ აქციებზე ყოფნით ის ქვეყნის მომავალს იცავს, მისი ბაბუა, მსახიობი ზურა...
ბათუმში, ავარიას სამი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაგედიით დასრულდა, ავტომობილის შეჯახებას, სამი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი მიწისქვეშა წყაროების მარაგების ოპტიმალური განაწილების მეთოდიკას იკვლევს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის, საგანმანათლებლო პროგრამის - მშენებლობა, დოქტორანტი ნიკოლოზ კახიძე, პროფესორ ზურაბ გვიშიანის ხელმძღვანელობით, თემაზე - „დასახლებული პუნქტებისთვის...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა
“სწორედ ასეთ კონფერენციებზე დაწყებული სტუდენტური სამეცნიერო საქმიანობა იქნება ის, რასაც მომავალში საქართველოს ეკონომიკა დაემყარება. ჩვენ გვქონდა საშუალება გავცნობოდით სტუდენტების მიერ...