ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე საარჩევნო კაბინების კონსტრუქციის შეცვლის ინიციატივით გამოდის

Read Time:33 Second

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სიორიძე ინიციატივით გამოდის, საარჩევნო კაბინების კონსტრუქცია შეიცვალოს და ამომრჩევლის სილუეტი უკეთ გამოჩნდეს.

„ჩემი ინიციატივით და როგორც კომისიასთან, ასევე პოლიტიკურ სუბიექტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად გვაქვს იდეა, რომ არსებული საარჩევნო კაბინების კონსტრუქცია შეიცვალოს და უფრო მეტად გამოჩნდეს ამომრჩევლის სილუეტი.

ხმის მიცემის ფარულობა უნდა იყოს გარანტირებული, რაც ამცირებს და გამორიცხავს იმ მანკიერ პრაქტიკას, რომელიც დაკავშირებული იყო ბიულეტენების საარჩევნო უბნებიდან გატანასა და შემოტანასთან ე.წ. სომხურ კარუსელებთან და იმ მანკიერ პრაქტიკასთან, რომელიც დაკავშირებული იყო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან, ადამიანების შანტაჟთან, რომლის კონტროლის მექანიზმიც იყო ბიულეტენის ფოტო-ვიდეო გადაღება.

ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და ხვალინდელ იმიტირებულ არჩევნებზე მოხდება ამ საარჩევნო კაბინებით ხმის მიცემა“, – აღნიშნა გიორგი სიორიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მეუფე შიო: დღეს არის ღვთისმშობლის შობის დღესასწაული, რომელსაც ეწოდება ჩვენი ცხოვრების დასაბამი, ამიტომ დღეს ყველა უნდა ვხარობდეთ
Next post სერგო ხიდეშელის შეხვედრა გომისა და ჯინჭვისის მოსახლეობასთან