შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: მისასალმებელია, თუკი საკუთარი ქმედებების ფორმას ცვლიან

Read Time:27 Second

სახელმწიფო დაწესებულების შენობების პიკეტირება კანონდარღვევაა, ეს, მინიმუმ, მიუთითებს იმაზე, რომ არასერიოზულად ამბობდნენ იმას, რომ კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად იყვნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„რამდენიმე საათით ადრე როცა საუბრობ კონსტრუქციულ დიალოგზე და რამდენიმე საათში კანონდარღვევაზე მიდიხარ, ყველას შევახსენებ, რომ სახელმწიფო დაწესებულების შენობების პიკეტირება კანონდარღვევაა, ეს, მინიმუმ, მიუთითებს იმაზე, რომ არასერიოზულად ამბობდნენ იმას, რომ იყვნენ მზად კონსტრუქციული დიალოგისთვის. სხვა მხრივ, მისასალმებელია, თუ ცვლიან ფორმას საკუთარი ქმედებებისა, ჩვენ განწყობილი ვართ კონსტრუქციული მიდგომებისთვის და, რა თქმა უნდა, მზად ვართ ასეთი დიალოგისთვის,”- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გურამ გაბესკირიას 74 წელი შეუსრულდებოდა
Next post რაჭაში დაობლებული ბელები თავშესაფარში მეძუძურ დედას მიაშვილეს. ვიდეო??