ქორწილის შემდეგ დატრიალებული ტრაგედია – ვინ არიან რიკოთის გვირაბთან ავარიაში დაღუპული ადამიანები

Read Time:37 Second

რიკოთის გვირაბთან ტრაგიკულად დაღუპულ 6 ადამიანს ახლობლები და მეგბრები გლოვობენ.

არსებული ინფორმაციით, გზის საპირისპირო ზოლში მოძრავი ტრაილერი მსუბუქ “მინივენის” შეეჯახა, რომელშიც ერთი ოჯახის წევრები და მათი ნათესავები ისხდნენ.

გარდაცვლილთა შორის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი ბავშვიცაა. მეგობრების თქმით, ახალგაზრდა გოგო ორსულად იყო.
საავადმყოფოში
დაიღუპა ამავე ოჯახის წევრი, 19 წლის მ.ქ. სიცოცხლისთვის შეუსამაბო დაზიანებები მიიღეს ქანთარიების ნათესავებმა – 5 წლამდე ბიჭუნა დედასთან ერთად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცალა.ავარიის დროს დაღუპულები თბილისიდან, ახლობლის ქორწილიდან ოკუპირებულ აფხაზეთში მიემგზავრებოდნენ.

მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი 44 წლის მამაკაცი გადარჩა. რაც შეეხება ტრაილერის მძღოლს ის დაკაებულია.

გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული მუხლი ექვსიდან ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წყარო:newposts.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარნეულში ფერმერს 150-მდე ძროხა დაეხოცა
Next post თურქი მსახიობი ჩაგათაი ულუსოი საქართველოშია