“ქართული ოცნება“ უარყოფს ინფორმაციას, რომ პარტიის ზუგდიდის ოფისს მეხი დაეცა

Read Time:23 Second

“ქართული ოცნება“ უარყოფს ინფორმაციას, რომ პარტიის ზუგდიდის ოფისს მეხი დაეცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის უფროსმა პაატა ლაგვილავამ განუცხადა, ადგილი ჰქონდა ელექტროენერგიის ბოძზე მოკლე ჩართვას.

„მეხი არაფერს დასცემია. მოკლე ჩართვა მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ წინ მდებარე ბოძზე. წვიმდა, ქარი ქროდა, ამიტომ მოვიდა სამაშველო სამსახური, მაგრამ არაფერი სერიოზული რომ არ იყო, გამოიძახეს „ენერგო- პრო“ და „ენერგო- პრო ჯორჯიამ“ აღმოფხვრა პრობლემა,“ – განაცხადა ლაგვილავამ.

ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ოფისს მეხი დაეცა, ცალკეულმა მედიასაშუალებებმა წუხელ გაავრცელეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტში ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ
Next post საგარეჯოში 70 წლამდე მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა