“ქართული ოცნება“ პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, მთაწმინდის ოლქში, სავარაუდოდ, ცნობილი ექიმის, ლადო კახაძის კანდიდატურას წარადგენს

Read Time:34 Second

“ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის ამომრჩეველს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, შესაძლოა, ცნობილი ექიმის, ლადო კახაძის კანდიდატურა შესთავაზოს.

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი რეალური კანდიდატი, ვისაც სახელისუფლო პარტია მთაწმინდის საარჩევნო ოლქში წარსადგენად განიხილავს, ლადო კახაძეა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ინფორმაციასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი ლადო კახაძეს დაუკავშირდა, თუმცა მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მასთან მოლაპარაკებები კი არ ყოფილა. კითხვაზე: მსგავსი შემოთავაზების შემთხვევაში დათანხმდება თუ არა კენჭისყრას, კახაძის განმარტებით, ამის შესახებ არ უფიქრია.

„არ ვიცი, დავთანხმდებოდი თუ არა. მე ჯერ უნდა ვკითხო ჩემ მომავალ თაობას და შვილებს. მოეწონებათ თუ არა ჩემი ესა თუ ის ნაბიჯი. მაგრამ მე მედიცინას თავს ვერ დავანებებ,“ – განაცხადა ლადო კახაძემ.

ლადო კახაძე 1998-2002 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.

პარლამენტის შუალედური არჩევნების მთაწმინდის ოლქში მაისში გაიმართება

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ბოჭორიშვილი ასუანის ფესტივალის გამარჯვებული გახდა
Next post საზოგადოებაში განცდაა, რომ საჭიროა მესამე პოლიტიკური ძალა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა განუცხადა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ამ ეტაპზე რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანებას გამორიცხავს.