ფეხბურთის ფედერაცია მარტვილის საფეხბურთო სკოლას დაეხმარა

Read Time:35 Second

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და ფეხბურთის განვითარების ფონდმა მარტვილის საფეხბურთო აკადემიას საჩუქარი გადასცა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაციის დასრულების შემდეგ, მარტვილის საფეხბურთო აკადემიას პირველი კატეგორიის აკადემიის სტატუსი მიანიჭა.

ამას გარდა, სფფ-მ აკადემიას მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა გაუწია, რაც მარტვილელებმა ეფექტურად გამოიყენეს – საფეხბურთო აკადემია ეროვნულ ჩემპიონატებში მონაწილეობს, ბავშვთა გუნდებს ხშირი მოგზაურობა უწევთ, ტრანსპორტირება კი ძვირი სიამოვნებაა. გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარე მიიღეს.

„მარტვილის საფეხბურთო აკადემიამ მიღებული ფინანსური მხარდაჭერა წარმართა სპორტული ეკიპირებებისინვენტარების, საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობაზე, მწვრთნელთა განათლებაზე, საწვრთნელი ბაზის ფუნქციონირებაზე და მათ შორის საშეჯიბრო გუნდებისთვის ავტობუსის შესაძენად. მივიჩნევთ რომ ავტობუსი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენი აკადემიის მოსწავლეებისათვის კომფორტულ ტრანსპორტირებას. მარტვილის საფეხბურთო აკადემია მადლობას უხდის ყველა ჩართულ უწყებას თუ პიროვნებას მხარდაჭერისათვის” – წერია მარტვილის საფეხბურთო სკოლის ოფიციალური ვებგვერდზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კვარაცხელიას საგოლე გადაცემა და პრიზი – ქართველი საუკეთესოდ აღიარეს
Next post „საბურთალოს“ პრეზიდენტი ჭიაბრიშვილის წასვლაზე – ყოველთვის გიორგის გულშემატკივარი ვიქნები „საბურთალოს“ პრეზიდენტი ჭიაბრიშვილის წასვლაზე – ყოველთვის გიორგის გულშემატკივარი ვიქნები