უცხოური მედია – საარჩევნო ცვლილების შესახებ 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ იყო

Read Time:2 Minute, 0 Second

,,მთავრობის მიერ COVID-19-ს მართვამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, ხოლო პარლამენტში იგეგმება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და კენჭისყრა, რათა 2020 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის განხორციელდეს უმნიშვნელოვანესი საარჩევნო რეფორმა“,- გამოცემა ,, 4liberty“ სტატიას სახელწოდებით ,, რა გამოგვრჩა საქართველოსთან დაკავშირებით: საარჩევნო რეფორმა“ აქვეყნებს. როგორც სტატიის ავტორი წერს, საარჩევნო ცვლილების შესახებ 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნება“იყო, ხოლო შესაბამის მოლაპარაკებებში პარტიებს შორის შუამავლებად გამოვიდნენ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი. ,,საბოლოო შეთანხმებას მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ყველა ძირითადმა პარტიამ საქართველოში, ასევე ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებმა. 3 წლის წინ გამარჯვებულმა „ქართული ოცნების“ პარტიამ დადო პოლიტიკური სისტემის ფუნდამენტური გარდაქმნის დაპირება, რაც გულისხმობდა არჩევნების ხმის მიცემის პარალელური ფორმიდან, ანუ თითქმის 50/50 სისტემიდან (77 – პროპორციული პარტიული სიები და 73 – ერთწევრიანი საარჩევნო ოლქები) სრულ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და 1%-იანი საარჩევნო ბარიერის შემოღებას. მანამდე, 1990 და 1999 წლებს შორის ბარიერი გაიზარდა 4-დან 7%-მდე, რის გამოც ამომრჩეველთა დიდი პროცენტული ნაწილი [პარლამენტში] წარმომადგენლობის გარეშე დარჩა: არჩევნებში მონაწილეთა 61% – 1995 წელს, 26% – 1996 წელს და 27% – 2004 წელს. ბოლო არჩევნები ჩატარდა 4%-იანი ბარიერით და პარლამენტის ამჟამინდელი შემადგენლობა, რომელიც მოიცავს 7 ფრაქციას, მეტ-ნაკლებად წარმომადგენლობითია (ყოველ შემთხვევაში, პროტესტი ამ მხრივ არავის გამოუთქვამს). მიუხედავად ამისა, 2019 წლის ზაფხულის დემონსტრაციებმა და საპროტესტო აქციებმა კიდევ უფრო გაამძაფრა საარჩევნო რეფორმის განხორციელების აუცილებლობა. ამ გეგმას ღიად უჭერდნენ მხარს ევროკავშირი, აშშ-ის საგარეო საქმეთა უწყებების წარმომადგენლები, ეუთო და ვენეციის კომისია“,- წერს უცხოური მედია. სტატიაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ დაუყოვნებლივ გადადგა ნაბიჯები სასურველი პოლიტიკური კონსენსუსის მისაღწევად, რომელიც შედგა კიდეც 2019 წლის ოქტომბრისთვის, საარჩევნო კანონპროექტმა წარმატებით გაიარა მოსმენები საკანონმდებლო კომიტეტებში, თუმცა ნოემბერში, ბევრისთვის მოულოდნელად, ჩავარდა ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო. ავტორი საუბრობს საქართველოს პრეზიდენტის მიერ, პარტიებს შორის კონსენსუსის წახალისების მიზნით, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე, რომელსაც ავტორი ნაციონალური მოძრაობის ორ ,, ფუნქციონერად“ მოიხსენიებს. 17 ნოემბერს რუსთაველზე განახლდა აქციები ცვლილებების მოთხოვნით და კიდევ ერთხელ გაჟღერდა დაპირება, რომ შესაბამისი ცვლილებები გატარდება საპარლამენტო არჩევნებისთვის. 9 მარტს, ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების ხელშეწყობით, კიდევ ერთხელ შედგა შეთანხმება 2020 ოქტომბრის არჩევნებისთვის შერეული საარჩევნო სისტემის მიღებასთან დაკავშირებით: 120/30, ანუ 120 მანდატი განაწილებული იქნება პროპორციული სისტემით პარტიული სიების საფუძველზე. მარტის მიწურულს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პოლარიზაციის შემდგომი აღმოფხვრის და პარტიებს შორის კონსენსუსის წახალისების მიზნით, შეიწყალა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (სააკაშვილის პარტია) ორი ფუნქციონერი. ამ ნაბიჯს მიესალმნენ აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები. ამავე დროს, პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ პანდემია არ გამოიწვევს არჩევნების გადავადებას. „არჩევნების ჩატარება შეიძლება საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან მხოლოდ 6 თვის განმავლობაში. გამოვთქვამ იმედს, რომ საგანგებო მდგომარეობა მალე დასრულდება, რათა არ მოგვიწიოს არჩევნების გადავადება, ან შევძლოთ მათი გადავადება მინიმალური ვადით“, – განაცხადა პრეზიდენტმა“,- ნათქვამია სტატიაში

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უცხოური მედია – დღეს, საქართველო უპრეცედენტოდ ახლოსაა ევროპულ მომავალთან დაკავშირებული ოცნების აღსრულებასთან და ქვეყნის მომავალი უფრო ნათელ ფერებში გვევლინება, როგორც არასდროს
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ წარსულს ვაბარებთ საბჭოთა ტექნიკას