უცხოური მედია – თბილისში დღის ცხოვრება ისეთი მჩქეფარია, როგორც მთის სწრაფი მდინარე

Read Time:1 Minute, 4 Second

უცხოური მედია – თბილისში დღის

უცხოეთში საზაფხულო დასვენებისთვის მონიშნული ადგილები
საღამოობით სულ უფრო ცხელა და ადამიანს მით უფრო უნდება რეალური საზაფხულო დასვენება – პალმის ხეებით, ჭიქაში ჩაყრილი ყინულის ნატეხებით – და ამ ფიქრებშუი გართულს თითქოსდა ინსტინქტურად გაგირბის ფეხი ზღვისკენ. ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება ბევრ ქვეყანაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საზღვრები მალე გაიხსნება მოგზაურთათვის. რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოაცხადა ეს ჯადოსნური დღე მოგზაურობის დაგეგმვის დრო დგება. მის გარეშე წელს არ გამოვა!
საბერძნეთი, კვიპროსი, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, ხორვატია, საქართველო.
თბილისში დღის ცხოვრება ისეთი მჩქეფარია, როგორც მთის სწრაფი მდინარე. იოლია ეს ქვეყანა შეგიყვარდეს და ყოველ შემდეგ კვირას მოგინდეს დაბრუნება თუნდაც ხაჭაპურის დასაგემოვნებლად. ივლისში ეს ვარიანტი ბრუნდება ჩვენს არჩევანში! ეწვიეთ საქართველოს მთავრობის გვერდს ინტერნეტში, სადაც ტურისტებისთვის აუცილებელი ინფორმაციაა მითითებული სამოგზაურო შეზღუდვების შესახებ.
დასვენება დაიწყეთ კახეთის რეგიონის ცნობილ ალაზნის ველზე გადაჭიმული ვენახებიდან. სიღნაღში გემო გაუსინჯეთ „რქაწითელსა“ და „საფერავს“, მაგრამ ფრთხილად იყავით „ჭაჭასთან“, რადგან ცეცხლივით წვავს! შემდეგ გაემგზავრეთ ანანურში, თუ ციხესიმაგრეები და ისტორია გიზიდავთ. ეს მე-17 საუკუნის ისტორიული ძეგლი ნამდვილად შთამბეჭდავია!
თბილისისკენ მიმავალ გზაზე გაჩერდით საქართველოს პირველ დედაქალაქში და სვეტიცხოვლის ტაძარი მოინახულეთ მცხეთაში. ზემოთ აიხედეთ და დატკბით დეკადენტური ფრესკებით, თან კისერს უფრთხილდით – არ მოგძვრეთ ამ სილამაზის ცქერაში.
აქ დაივიწყეთ კალორიების თვლა, რადგან საქართველოში კერძები სიამოვნებისთვის იქმნება და არა თვითგვემისთვის (მომატებული წონის გამო). ბოლოს და ბოლოს დასასვენებლად ხართ ჩამოსული!

Destinations for Your summer vacation abroad

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველო ბრიტანელთათვის უსაფრთხო დასვენების ადგილად განიხილება – express.co.uk
Next post მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინას დაშლა ემუქრება