უვიზო მიმოსვლაზე, საქართველოს 190 000-ზე მეტი მოქალაქიდან, 600-ს უარი ეთქვა

Read Time:1 Minute, 19 Second

ბოლო მონაცემებით, 2017 წლის 28 მარტის შემდეგ, ევროკავშირი/შენგენის სივრცის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით საქართველოდან 190 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა და მხოლოდ 600 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა საქართველოს მოქალაქე არ შეუშვეს ევროპის ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ შსს-ს მონაცემებზე დაყრდობით განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

მისი თქმით, მონაცემები გასული წლის 28 მარტიდან მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

თამარ ხულორდავას განმარტებით, ყველა შემთხვევაში უარის თქმა დაკავშირებული იყო კონკრეტულ ობიექტურ გარემოებებთან, ან პასპორტი არ იყო ბიომეტრიული, ან დოკუმენტი აკლდა, მაგალითად არ ჰქონდა უკან დასაბრუნებელი ბილეთი, რასაც ითხოვენ ხოლმე საზღვარზე.

“რაც შეეხება მათ, ვინც უკან აღარ დაბრუნდა, ამ მონაცემებთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ეს ციფრი ჩვენ ზუსტად ვერ გვექნება, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა, ვინც უკან არ ბრუნდება დადგენილ ვადაში, არ ნიშნავს, რომ თავისთავად არღვევს სავიზო რეჟიმს. აქ შედიან ადამიანები, ვინც შეიძლება გავიდა მესამე ქვეყანაში, ანუ საქართველოში არ დაბრუნდა, მაგრამ რომელიმე სხვა ქვეყანაში გადავიდა შენგენის ზონიდან. შეიძლება ასევე იყვენენ ადამიანები, ვისაც აქვს ორმაგი მოქალაქეობა და შესაბამისად ჰქონდეთ ლეგიტიმური უფლება იქ დარჩენის. ასევე არიან ისინიც, ვინც მოკლე ვადით გაემგზავრა და შეიძლება იქ ადგილზე მიიღო უკვე ლეგიტიმური უფლება დარჩენის – სხვადასხვა მიზეზის გამო. ასე რომ, ამ ციფრს ჩვენ ზუსტად ვერ ვიტყვით. ზოგადად, დარღვევების დიდი ციფრი არ გვაქვს, რომ რამე განგაშის საფუძველი შეიქმნას“, – ამბობს ხულორდავა.

გასული წლის 20 დეკემბერს ევროკავშირმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც აფასებს, რამდენად კარგად ასრულებს საქართველო იმ მოთხოვნებს, რომელიც აღებული აქვს ვიზალიბერალიზაციის ნაწილში. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ანგარიშის ფარგლებში, ევროკომისიამ საქართველოს 6 ძირითადი რეკომენდაციით მიმართა.

საქართველო შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით 2017 წლის 28 მარტიდან სარგებლობს. საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოში და რამდენიმე არაწევრ ქვეყანაში შესვლა და 90 დღით გაჩერება, ვიზის გარეშე შეუძლიათ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თელავში ბატონის ციხის რეაბილიტაცია დასრულდა
Next post საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სწავლების ხელშეწყობის პროგრამა დამტკიცდა