საქართველო „ისლამური სახელმწიფოს“, „ალ ქაიდასა“ და მათთან დაკავშირებული პირებისა და ჯგუფების წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა

Read Time:22 Second

საქართველო „ისლამური სახელმწიფოს“, „ალ ქაიდასა“ და მათთან დაკავშირებული პირებისა და ჯგუფების წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და საქართველო ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას უერთდებიან. ეს ქვეყნები უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას შეესაბამებოდეს. ევროკავშირი მიესალმება ამ ვალდებულებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირმა ტერორისტული ორგანიზაციებისა და მათთან დაკავშირებულ პირებისა და ჯგუფების წინააღმდეგ შემზღუდავი ზომები 2021 წლის 31 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად მერია ნახევარ მლნ ლარს გამოყოფს
Next post ისრაელი და უკრაინა – თავისუფალი ვაჭრობის ზონა