საქართველოს მასშტაბით 2083 საჯარო სკოლიდან ფსიქოლოგი 103 სკოლას ჰყავს

Read Time:29 Second

საქართველოს მასშტაბით 2083 საჯარო სკოლიდან ფსიქოლოგი 103 სკოლას ჰყავს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ მიერ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში ჯამში შტატიანი და შტატგარეშე 107 ფსიქოლოგია დასაქმებული, მათგან 34 შტატშია, 73 კი შტატგარეშედ მუშაობს.

ფსიქოლოგები ჰყავს დედაქალაქ თბილისის, ასევე იმერეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საჯარო სკოლების ნაწილს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფსიქოლოგის შტატის არსებობა განისაზღვრება მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების მოთხოვნიდან გამომდინარე – დაწესებულებაში მოსწავლის საჭიროების მიხედვით. რაც შეეხება ფსიქოლოგების ანაზღაურებას, ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება საათობრივად და შეადგენს საათში 12 ლარს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რუსთავში 13 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს
Next post რა გვირაბს თხრიან თალაკვაძე და ყანდიაშვილი ფარულად