სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ ინაუგურაცია თელავში გაიმართება

Read Time:24 Second

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ ინაუგურაცია თელავში გაიმართება. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ინაუგურაციის ცერემონიის დეტალებზე მუშაობა მიმდინარეობს.

„ინაუგურაციის დეტალები მუშავდება. როგორც სხვებისგან გაიგეთ,  თელავში გაიმართება და მეც ვადასტურებ, რომ იქნება თელავში. მინდოდა, პირველს მე მეთქვა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ინაუგურაციაზე უცხოური დელეგაციების იქნება მიწვეული.

„უცხოურ დელეგაციებთან მოსაწვევები დაიგზავნება. მოვიწვევთ ყველას, ვისთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, შემდეგ მათი გადასაწყვეტია ვინ დაესწრება. ინაუგურაციას დაესწრება, რა თქმა უნდა, გიორგი მარგველაშვილიც ” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში 360 ათასი ბოთლი ჭაჭის ექსპორტი განხორციელდა
Next post “ვიცი, რომ პატარები განსაკუთრებით ელოდობიან საახალწლო ნაძვის ხის ანთებას” – თბილისის მერი საახალწლო ღონისძიებებზე საუბრობს