საკანონმდებლო ინიციატივა – მინიმალური ხელფასი 500 ლარი და ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება კერძო სექტორში

Read Time:35 Second

საქართველოში შრომით უფლებებთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება იგეგმება, რომელსაც დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, “სოლიდარობის ქსელი”, “ერთობა 2013”, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფესიული კავშირი და სოციალურ მუშაკთა გაერთიანება მოამზადებენ.

როგორც ბექა ნაცვლიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რეფორმები, რომლებიც შრომითი ურთიერთობების მიმართულებით ტარდება, რეალურ ცვლილებებზე ორიენტირებული არ არის და ევროკავშირის მოთხოვნების მექანიკურ შესრულებას წარმოადგენს.

მისივე თქმით, ხელისუფლება თითქოს აღიარებს, რომ ვითარება სავალალოა, მაგრამ ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.

ინიციატორებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. კერძოდ, შრომის ინსპექციის მანდატი დაუყოვნებლივ გავრცელდეს დასაქმებულთა შრომის უფლებებზე; სასამართლოში გამოიყოს მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კონკრეტულად მხოლოდ შრომითი დავების განსახილველად, რათა მათი განხილვა მაქსიმუმ სამ თვეში დასრულდეს; შემცირდეს სპეციფიური კატეგორიის დარგების რაოდენობა; მკაცრად მოხდეს ზეგნაკვეთური შრომის რეგლამენტირება; მინიმალური ხელფასი განისაზღვროს 500 ლარის რაოდენობით და დადგინდეს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ვალდებულება კერძო სექტორში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საბერძნეთში 29 წლის ქართველი გოგო გარდაიცვალა
Next post ქალი მსაჯის გამო ირანში გერმანიის ბუნდესლიგის მატჩის ჩვენება აიკრძალა