სააკაშვილის ყოფილი ექთანი – ბევრჯერ გადამიწერია პირჯვარი და ისე შევსულვარ პალატაში, მიფიქრია, ოღონდ არ აღელვდეს, ყველაფერმა წყნარად ჩაიაროს

Read Time:59 Second

ყველა იყო დაინტერესებული, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოჯანმრთელებულიყო, მაგრამ თვითონ პაციენტი განზრახ არ იღებდა საკვებს და ზოგიერთ მედიკამენტს, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა ექთანმა ნონა პანტიაშვილმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, იყო შემთხვევები, როცა მიხეილ სააკაშვილი ზოგიერთი წამლის მიღებაზე უარს აცხადებდა.

„თუ გავიხსენებ იმ პერიოდს, რა პერიოდშიც ვმუშაობდი ბატონ მიხეილთან, იყო შემთხვევები, როცა ბატონი მიხეილი არჩევით სვადა წამალს. ზოგიერთ წამალზე აცხადებდა უარს. გვეუბნებოდა, ამ წამალს არ დავლევ. ყველა იყო დაინტერესებული, რომ გამოჯანმრთელებულიყო, მაგრამ თვითონ პაციენტი განზრახ არ იღებდა საკვებს და ზოგიერთ მედიკამენტს“, – განაცხადა ნონა პანტიაშვილმა.

ექთნის თქმით, პერიოდულად ხდებოდა, როცა მიხეილ სააკაშილი მედპერსონალს არ ემორჩილებოდა.

„ჩემთვის დიდი სტერსია მუშაობა პაციენტთან, რომელიც არ გემორჩილება, არ მოგყვება დანიშნულების მიღებაში. ეს აზარალებს თვითონ თავის თავს, მაგრამ როგორც თქვენთვის ცნობილია, უნდობლობას ჩვენ გვიცხადებენ. ყველამ ნახა ეს კადრები, ძალიან კარგად დაინახეს, რომ პაციენტი არ გვემორჩილება. პერიოდულად ხდება ასე“, – განაცხდა ნონა პანტიაშვილმა.

ამასთან, სააკაშვილის ყოფილი ექთანი ამბობს, რომ გულის წასვლის შესახებ ინფორმაციას ძირითადად პაციენტისგან იღებდნენ.

„ძირითადად პაციენტისგან ვიღებდით ამ ინფორმაციას, რომ მე გული შემიწუხადა, მაგრამ რამდენჯერაც შევსულვართ და უთქვამთ, რომ პაციენტი გონებას კარგავს, მაშინ წნევა, პულსი, სატურაცია, ყველაფერი იყო ნორმის ფარგლებში. ძალან ბევრჯერ გადამიწერია პირჯვარი და ისე შევსულვარ პალატაში, რომ მიფიქრია, ოღონდ არ აღელვდეს, ყველაფერმა წყნარად ჩაიაროს“, – განაცხადა ნონა პანტიაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სააკაშვილის ყოფილი ექთანი – ტელევიზორში ყოველდღე ვისმენთ, რომ მედმუშაკები სავარაუდოდ შევლენ „მაგნიტსკის სიაში“, სააკაშვილს ჩართული ჰქონდა ტელევიზორი, ვუზომავდი წნევას, როცა ჩემკენ შემოტრიალდა და თქვა, აი, ნონა დავიჭიროთ
Next post ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არსებობს ისტორიული კავშირები ქართველებსა და ბასკებს შორის. ამ კავშირებით ქართველები ძალიან ვამაყობთ