„რესპუბლიკური საავადმყოფოს პალატაში, საწოლში ჩაცხრილეს“ – დოკუმენტი სკანდალურ საქმეებზე

Read Time:2 Minute, 22 Second
„რესპუბლიკური საავადმყოფოს პალატაში, საწოლში ჩაცხრილეს“ – დოკუმენტი სკანდალურ საქმეებზე

ოპოზიცია კვლავაც არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას ეხება.

საპარლამენტო ოპოზიცია კენჭისყრაში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი გიორგი რურუა საპატიმროდან გათავისუფლდება.

ოპოზიცია რურუას პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებს და ირწმუნება, რომ მას იარაღი ჩაუდეს. იგივეს ამტკიცებს იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარებაში ბრალდბეული გიორგი რურუაც.

სკანდალური საქმე თბილისში - მამა შვილს დრონით უთვალთვალებს
2020-06-01სკანდალური საქმე თბილისში – მამა შვილს დრონით უთვალთვალებს

„50 ცალი გაფორმებული იარაღი მაქვს და ბატონო მოსამართლევ, როგორც წარმოგიდგენიათ, რომ გაუფორმებული იარაღით დავდიოდე?!“ – ასე მიმართა მან მოსამართლეს სასამართლო პროცესზე.

რურუას ნამდვილად ბევრი იარაღი აქვს – ამბობს „პრაიმტაიმთან“ 90-იან წლებში სასტიკად მოკლული ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის წევრი, რომელიც მომხდარში სწორედ გიორგი რურუას ადანაშაულებს.

მას საკუთარი ოჯახის ტრაგედიაზე ღიად საუბარი არ სურს, თუმცა გამოგვიგზვნა ჯერ კიდევ 2000 წლით დათარიღებული დოკუმენტი, რომელსაც მისი თქმით, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილ გენერალურ პროკურორს უგზავნის.

დოკუმენტში ჩამოთვლილია 1990-იან წლებში მომხდარი ის საქმეები, სადაც სავარაუდოდ გიორგი რურუას სახელი ფიგურირებს.

აი, რას წერს ყოფილი შს მინისტრი კახა თარგამაძე ყოფილ გენპროკურორ ჯამლეტ ბაბილაშვილს:

„როგორც თქვენთვის ცნობილია ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაპატიმრებულია სახელმწიფოთაშორისო ძებნილი გიორგი ვახტანგის ძე რურუა, რომელიც უახლოეს ხანში ჩამოყვანილ იქნება საქართველოში.

ჩვენს ხელთ არსებული ოპერატიული და საგამოძიებო მასალებით იგი იმხილება ქ.თბილისში სხვადასხვა დროს ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებებში.

გ.რურუას მიერ ჩადენილი დანაშაულების დროულად გახსნისა და გამოძიების მიზნით, მიზანშეწონილად მიმაჩნია პროკურატურის შესაბამისი დანაყოფის მიერ ოპერატიულ სამსახურთან ერთად გამოთხოვილი და შესწავლილი იქნას სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც წარმოებაშია ქ.თბილისის სხვადასხვა რაიონების პროკურატურაში“.

კახა თარგამაძის მიერ ჯამლეტ ბაბილაშვილის სახელზე გაგზავნილ ამ წერილს თან ერთვის კონკრეტული საქმეების ჩამონათვალი, მათ შორის:

ვაკის რაიონის პროკურატურა

  • 1994 წლის სექტემბრის თვის დასაწყისში გ.რურუამ და დ.ჯაფარიძემ გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად ფიზიკური განადგურების მუქარით მოქ. მარლენ და რეზო შენგელიებს გამოსძალეს 15 000 აშშ დოლარი. სსს N7799847.
  • 1993 წლის 10 ოქტომბერს გ.რურუამ, მ. ხაჟომიამ და ნ.ჭელიძემ საქართველოს პარლამენტის შენობიდან ცეცხლსასროლი იარაღების მუქარით გაიტაცეს თორნიკე აფაქიძე. აიყვანეს კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და ფიზიკური განადგურების მუქარით ცდილობდნენ მისგან 300 000 აშშ დოლარის გამოძალვას.
  • აწ გარდაცვლილ მ.ხაჟომიას ჩვენებით გ.რურუა იმხილება ზ.ვეფხვაძის, გ.სვანაძის და თ.ჩანტლაძის განზრახ მკვლელობაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1993 წლის 22 დეკემბერს ქ.თბილისში, შატბერაშვილის ქუჩაზე.

საბურთალოს რაიონის პროკურატურა

  • 1994 წლის 15 ივლისს გ.რურუამ პირთა ჯგუფთან ერთად ქ.თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში  N735 პალატაში ავტომატებით დაცხრილა ლოგინში მწოლიარე ალექსანდრე ბალიაშვილი დაბ. 1973 წ, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. სსს N7596858.
  • 1994 წლის 25 სექტემბერს გ.რურუამ თანამზრახველებთან ერთად ქ.თბილისში, ფანასკერტელის  N17/30-ში დახოცა ბესიკ მარუაშვილი, ზურაბ მარუაშვილი და გელა ქაფიაშვილი. სსს N7594889.

მთაწმინდის რაიონის პროკურატურა

  • 1992 წლის 3 მარტს ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილი სევასტოპოლის ქუჩაზე გ.რურუამ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღით მოკლა ზაურ თორაძე, ზაირა თორაძე, ლაშა თორაძე, კახა თორაძე და იმედო თორაძე.

ქ. თბილისის პროკურატურა

  • 1994 წელს გ.რურუამ სხვა პირებთან ერთად მოქ. გ. ოსეფაიშვილს მოსტაცა ვაჟიშვილი და მისი ფიზიკური განადგურების მუქარით გ. ოსეფაიშვილს გამოსძალა 130 000 აშშ დოლარი. აღძრულია სს საქმე.

 

https://primetime.ge/respublikuri-saavadmkofos-palatashi-satsolshi-chatskhriles-dokumenti-skandalur-saqmeebze/?fbclid=IwAR2GYpYEDAS2msU9l-UZVvJZZ2Rbxplj0dBXA-xC5Tc01k2rQs61DBkz1Zc

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიგა ბოკერია ალეკო ელისაშვილს: ძალიან თუ გააგრძელებს, მაშინ სხვანაირ პასუხსაც გავცემ
Next post დიმიტრი ხუნდაძე – ოპოზიციის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებს საზოგადოება კარგად იცნობს და შესაბამის ნიშანს დაუწერს არჩევნების დროს