რატომ ვითარდება გულის წასვლა მოზარდებში და როგორ დავეხმაროთ ბავშვს ამ დროს?

Read Time:1 Minute, 18 Second

მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი თამარ ობგაიძე მშობლებს განუმარტავს, რატომ ვითარდება გულისწასვლა მოზარდებში ხშირად და როგორ დავეხმაროთ ბავშვს ამ დროს:

დარწმუნებული ვარ, გინახავთ ან გსმენიათ – მოზარდებს ხშირად უქვეითდებათ წნევა, კარგავენ გონებას, სკამიდან სწრაფად ადგომისას ხშირად თავბრუსხვევას ან თვალებში დაბნელებას უჩივიან. გარდატეხის ასაკია და გაივლისო, ალბათ ეს დამამშვიდებელი ფრაზაც გსმენიათ.

მოდით, განვიხილოთ, რატომ ხდება ეს.

აღმოჩნდა, რომ მთავარი დამნაშავე გულ-სისხლარღვთა სისტემის ანატომო-ფიზიოლოგიური თავისებურებებია.

გულის ანატომიით დავიწყოთ:
ალბათ, სასკოლო ანატომიიდან გახსოვთ – ადამიანის გული ოთხკამერიანია, განარჩევენ მარცხენა და მარჯვენა წინაგულებს და მარჯვენა და მარცხენა პარკუჭებს.


პარკუჭების მოვალეობაა სისხლის გადატყორცნა სისხლის მიმოქცევის მცირე და დიდ წრეებში. მარცხენა პაკურკუჭს უფრო დიდი დავალება აქვს – მან სისხლი მიმოქცევის დიდ წრეში უნდა გადაისროლოს და მთელი ორგანიზმი მოამარაგოს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით. მარჯვენა პარკუჭს უფრო მოკრძლებული, თუმცა მნიშვნელოვანი მისია აქვს – მან სისლხი მიმოქცევის მცირე წრეში უნდა გადაიტანოს, რაც უზრუნველყოფს ფილტვებში სისხლის გამდიდრებას ჟანგბადით.

დაბადებისას ახალშობილის გულის ორივე პარკუჭის კედლის სისქე თანაბარია, შემდეგ კი მარცხენა პარკუჭის სისქე თანდათან მატულობს -მას ხომ უფრო მეტი მუშაობა უწევს.

მოზრდილისაგან განსხვავებით ბავშვის არტერიები უფრო განიერია, რის გამოც მისი წნევა უფრო დაბალია და წნევის კიდევ უფრო სწრაფი დაქვეითება და გონების კარგვაც უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე მოზრდილებში.


ბავშვის გულის მკვებავი სისხლძარღვები კარგადაა განვითრებული და უხვად მარაგდება ჟანგბადით გამიდიდრებული სისხლით. ამის გამო ბავშვებში მიოკრდიუმის ინფარქტი და სხვა იშემიური დაავადებები იშვიათად ვითარდება.


ბავშვის ვენები დაბადებისას უფრო წვრილია, ხოლო შემდეგ, სქესობრივი მომწიფების პერიოდში ვენების სანათური არტერიების სანათურს თითქმის ორჯერ აჭარბებს.


თუ ბავშვმა გონება დაკარგა, დააწვინეთ ის მყარ ზედაპირზე. ნუ ეცდებით, წამოსვათ, წამოაყენოთ. ქვედა კიდურები აუწიეთ ზემოთ, რათა თავის ტვინისაკენ სისხლის მიმოქცევის მიწოდება გაუმჯობესდეს, აუცილებელია სუფთა ჰაერი. გაუსინჯეთ წნევა. დაბალი არტერიული წნევის შემთხვევაში მიეცით ცხელი ჩაი და დაუკავშირიდთ ექიმს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გლდანში, სპაიდერმენის ფორმაში გამოწყობილი 4 წლის ბიჭუნა მე-8 სართულიდან გადახტა – ბავშვი გადარჩა
Next post საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია იწყება