რამდენიმე ევროპარლამენტარი კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

Read Time:1 Minute, 11 Second

ევროპარლამენტარები საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ვიზიტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულნი ვართ საქართველოს პოლიტიკური ლიდერების გამო, რადგან მათ ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა, ევროკავშირის უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად. დისკუსიებში მონაწილე მმართველი და ძირითადი ოპოზიციური პარტიები ამ შედეგის დადგომაში დამნაშავეები არიან, ხოლო განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტარებმა ძლიერი მხარდაჭერა გამოუცხადეს კრისტიან დანიელსონის დაუღალავ მუშაობას და მისი წინადადების გამოქვეყნებას მიესალმნენ.

„აუცილებელია პოლიტიკური პარტიების აქტორებს შორის ნდობის აღდგენა. ამ წინადადების შინაარსი საქართველოსთვის ნამდვილად სწორი გზაა: ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, საქართველოს პარლამენტში პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი განაწილება და, რაც მთავარია, გადაწყვეტა სამომავლო არჩევნებსა და პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორ შემთხვევაზე. ეს გადაწყვეტა პოლიტიკურად დაბალანსებულია და პატივს სცემს როგორც კანონის უზენაესობას, ასევე 2020 წლის არჩევნების საერთაშორისო შეფასებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები ასევე აცხადებენ, რომ პოლიტიკური პარტიების მხრიდან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირისგან ჩვეულებრივი საქმიანობისკენ დაბრუნებას.

„კერძოდ, ევროპარლამენტის წევრები ევროკავშირს მოუწოდებენ საქართველოს მიკროფინანსური დახმარება შეუჩერონ, მათ შორის ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამებთან დაკავშირებით. ამასობაში, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მიღება მოითხოვს ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას და ეუთო / ოდირისა და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულების საჭიროებას. ეს რეფორმები მნიშვნელოვანია ნდობის აღსადგენად. ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, უზრუნველყოს ჭეშმარიტად ინკლუზიური პროცესი, რათა თავიდან იყოს აცილებული როგორც მომავალი არჩევნების, ასევე სასამართლო სისტემის შემდგომი შელახვა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები. ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის მომავალი ფსონზე დევს“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: დევიდ მაკალისტერი, მარინა კალიურანდი, ანდრიუს კუბილიუსი, ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, მიხაელ გალერი და პეტრას აუსტრევიჩუსი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი: არ მგონია, შვიდი ევროპარლამენტარის განცხადებამ იმოქმედოს იმ სტრატეგიულ მიმართულებაზე, რაც არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია
Next post ალეკო ელისაშვილი: პოლიტიკოსები დახურულ კარს მიღმა კი ნუ კეკლუცობენ, საჯაროდ თქვან, აწერენ თუ არა ხელს დოკუმენტს