პირველი ქართული სტუდენტური კინოდაჯილდოება „ოქროს რტო“ გაიმართება

Read Time:42 Second

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტის ინიციატივით, ყოველწლიური ერთობლივი პროექტი, პირველი ქართული სტუდენტური კინოდაჯილდოება „ოქროს რტო“ განხორციელდება.

პროექტში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი უნივერსიტეტები: საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.

კინოდაჯილდოების პირველი ცერემონია 2019 წლის 23 თებერვალს გაიმართება. დაჯილდოებაზე რამდენიმე ნომინაცია იქნება, მათ შორის “საუკეთესო მხატვრული ფილმი (მიიღებს “ოქროს რტოს”), “საუკეთესო დოკუმენტი ფილმი (მიიღებს სიგელს), “საუკეთესო რეჟისურა” (სიგელი), “საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი” (სიგელი), “საუკეთესო ხმის რეჟისურა” (სიგელი), “საუკეთესო ორიგინალური მუსიკა” (სიგელი), “საუკეთესო მხატვრობა” (სიგელი), “საუკეთესო მსახიობი ქალი და კაცი” (სიგელი), “საუკეთესო მონტაჟი” (სიგელი). ასევე ოთხ წელიწადში ერთხელ გამოვლინდება “საუკეთესო ანიმაციის” კატეგორიაში გამარჯვებული, რომელიც სიგელსა და “ოქროს რტოს” მიიღებს.

მემორანდუმზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია ჩატარდება 22 იანვარს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსისტეტის I კორპუსში გაიმართება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალბერობელო – დაუჯერებელი სილამაზის ქალაქი იტალიაში, სადაც ზამთარში მოგზაურობა ზღაპარია
Next post ვარკეთილში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა