პარტიამ „საქართველოსთვის“ ამბროლაურისა და ონის მერობის, მაჟორიტარობის კანდიდატები და სიის წევრები წარადგინა

Read Time:1 Minute, 47 Second

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ რაჭაში ამბროლაურისა და ონის მერობის, მაჟორიტარობის კანდიდატები და სიის წევრები წარადგინა.

ონში პარტიის მერობის კანდიდატი იქნება იმედა მეშვილდიშვილი, ამბროლაურში კი ფარნაოზ ბაკურაძე.

„ჩვენ ზუსტად სამი თვის წინ გამოვედით და ვთქვით, რომ ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ, რადგან ჩვენთვის ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლა არ არის თვითმიზანი. ჩვენი მიზანია ბრძოლა საქართველოსთვის და ძლიერი, სამართლიანი, თანამედროვე სახელმწიფო. ეს არის თითოეული ქართველის ოცნება, საქართველოს თითოეული მოქალაქის მიზანი. უბრალოდ, ხანდახან ჩვენ ამ მიზანთან მისასვლელი გზა სხვადასხვანაირად წარმოგვიდგენია და სამწუხაროდ, ამ წარმოდგენების გამო ხშირად ვებრძვით ერთმანეთს, ვეჩხუბებით, ვლანძღავთ და საბოლოო ჯამში, საქმე არ მიდის.

ხშირად ვიწყებთ ძალიან დიდი იდეების განხორციელებას, მაგრამ შუა გზაში უკვე გვავიწყდება, რით დავიწყეთ. სამწუხაროდ, დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში ვართ დღეს. ეს ჩემთვისაც უდიდესი იმედგაცრუებაა, მაგრამ არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, საიდან მოვდივართ, რისი ნაწილი ვიყავით. ჩვენ ყველას ერთად ბევრი კარგი საქმე გვიკეთებია ბოლო 9 წლის განმავლობაში და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ „ოცნებაში“ დღეს ბევრი ღირსეული ჩვენი მეგობარია დარჩენილი. ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ ვერთიანდებით, მაგრამ არავის წინააღმდეგ. ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის და ვიბრძვით ამ ქვეყნის მომავლისთვის. რაც არ უნდა მოხდეს, რა სიტყვებითაც არ უნდა გვლანძღონ – ჩვენ უნდა მოვექცეთ ჩვენს ოპონენტებს ისე, როგორც ჩვენს ღირსებას შეესაბამება. ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი“, – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიამ მხარდამჭერებთან მიმართვისას ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს კეთილსინდისიერი პროფესიონალები სჭირდება.

„ჩვენი მთავარი პრინციპი გახლავთ კეთილსინდისიერი პროფესიონალები, რომლებიც ქვეყანას უნდა ემსახურონ, იმისდა მიუხედავად, ვის წარმოადგენენ ან რა შეფერილობის არის მათი პარტია. ამ ქვეყანას არ ჰყავს დასაკარგი ღირსეული პროფესიონალები.

როგორც არ უნდა ფიქრობდნენ დღეს ჩვენი ოპონენტები, გულის სიღრმეში ყველა ხვდება, რომ ეს არჩევნები იქნება უფრო მეტი, ვიდრე მუნიციპალური არჩევნები და ეს არჩევნები იქნება ცვლილებების დასაწყისი. როგორც არ უნდა საუბრობდნენ, გულის სიღრმეში ისინი ხვდებიან, რომ დღეს „ოცნება“ სამწუხაროდ, უფრო და უფრო ემსგავსება „ნაციონალურ მოძრაობას“ როგორც არ უნდა საუბრობდნენ მაღალფარდოვანი სიტყვებით, უფრო და უფრო ხვდებიან და გულის სიღრმეში იციან, რომ სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ვბრუდებით წარსულში. საბოლოო ჯამში, თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, „ოცნება“ გამოიყენებს ზუსტად იმავე მეთოდებს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა 2012-2011 წლებში, თუ თავისი უსუსურობით აგერ, მიშა სააკაშვილს დაგვიბრუნებენ საქართველოში ან თბილისში. ეს არის, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით და ვებრძვით. ჩვენ ვეწინააღმდეგებით უკუსვლას. ჩვენი მიზანია, ქვეყანა იყოს მზად წინსვლისთვის. სწორედ ამ მიზნის გამო მომიწია ჩემი კანდიდატურის დაყენება თბილისის მერობის არჩევნებზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სენაკის მერობის კანდიდატი ვახტანგ გადელია მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
Next post ზურაბ ჯაფარიძე – „ქართული ოცნება“ საარჩევნო ბარიერის აწევას თუ ეცდება, ეს იქნება მორიგი დარღვევა 19 აპრილის შეთანხმების