პარლამენტმა სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ კანონი მიიღო

Read Time:36 Second

სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა დამტკიცდა.  კანონპროექტს 80 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რვა წინააღმდეგ წავიდა.

კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ხელმეორე კენჭისყრაზე დადგა, რადგან 5 აპრილის  სხდომაზე დამტკიცებისთვის ხმები არ ეყო და კენჭისყრის შედეგად ჩავარდა.

მმართველი გუნდი აღნიშნულის მიზეზად ტექნიკურ პრობლემას ასახელებს.

კანონის მიხედვით უქმდება სკოლის გამოსაშვები გამოცდები. გარდა ამისა, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს. კერძოდ, საუბარია იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში. ასევე, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება ვერ დააგროვეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დიღმის მასივში კორპუსში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
Next post კახი კალაძემ ვერეს ხეობაში მიმდინარე დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები დაათვალიერა