პაატა იმნაძე – აცრა დღესაც შესაძლებელია, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ორი კვირა იმუნიტეტი არ გექნებათ

Read Time:54 Second

აცრების გაკეთება დღესაც შესაძლებელია, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ვინც დღეს აიცრება, ორი კვირა იმუნიტეტი არ ექნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აცრები სახელმწიფოს მიერ რისკჯგუფებისთვის დაგეგმილი კამპანია იყო და ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარდა. აიცრა 41 000-ზე მეტი ადამიანი.  ასევე, კერძო სექტორში აიცრა 15 000-ზე მეტი მოქალაქე.

„დღესაც შესაძლებელია აცრა, ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს თუ აიცრებით, ორი კვირა იმუნიტეტი არ გექნებათ. შესაბამისად, ამ ორ კვირაში ავად თუ გახდებით, არ უნდა თქვათ, რომ ეს აცრის გამო მოხდა. სააფთიაქო კომერციულ ქსელებში დღესაც შესაძლებელია აცრა. ვინც გრიპის ვირუსს გადაიტანს, ამავე ვირუსზე მყარი იმუნიტეტი რჩება, ანუ ვირუსის ის ვარიანტი პაციენტს აღარ დაემართება, შესაძლოა, სხვა ვარიანტი შეხვდეს“, – განაცხადა იმნაძემ.

ამასთან, მისი ინფორმაციით, ამერიკაში წელიწადში 160 მლნ ადამიანი  იცრება, თუმცა გრიპის ვირუსი მაინც ვრცელდება.

„სხვა აცრებისგან განსხვავებით, გრიპის აცრა დაავადებისგან  აბსოლუტურად არ იცავს, აცრილებისდაახლოებით 30 პროცენტი შესაძლოა, გახდეს ავად, მაგრამ აცრა მძიმე გართულებებისგან იცავს“, – განაცხადა იმნაძემ.

შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის განმარტებით, ამიტომაც არის რეკომენდაცია რისკის ჯგუფების მიმართ, აიცრან, რომ შემთხვევა ფატალურად არ დასრულდეს.

„აცრა მძიმე გართულებებისგან ძალიან ეფექტურად იცავს“, – განუცხადა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს პარლამენტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას უმასპინძლა
Next post ამერიკის უხუცესი მცხოვრები ლესლი ბრაუნი 114 წლისა გარდაიცვალა