ოჯახმა, რომელსაც შეცდომით სხვა მიცვალებული გაატანეს, შესაძლოა საავადმყოფოს უჩივლოს

Read Time:42 Second

წყალტუბოს მუნიციპალტეტის სოფელ ცხუნკურში მცხოვრები სულაბერიძეების ოჯახი მიცვალებულების არევის გამო, არ გამორიცხავს სასამართლოს მიმართოს.

გარდაცვლილის შვილის თქმით, აპირებს მრავალპროფილური კლინიკა ,,მედიქალ სითის” ხელმძღვანელობას შეხვდეს და შესაძლოა სასამართლოშიც უჩივლოს. გარდაცვლილის შვილი ჰყვება, რომ ფაქტი ოჯახმა მიცვალებულის გაპატიოსნების შემდეგ აღმოაჩინა, მალევე დაადგინა კოორდინატები, რის შემდეგაც ხარაგაულში უკვე დაკრძალული მიცვალებული ამოასვენეს და სახლში გადაასვენეს.

“ხარაგაულში თავიდანვე უნახავთ ცხედარი და შეპარვიათ ეჭვი. გადაურეკავთ ექიმებთან და მათ უთხრეს რაღაც გეშლებათო. არც მოუსმინეს ნორმალურად, მერე ტელეფონები საერთოდ გაუთიშიათ. არ ვიცი რატომ გადაწყვიტეს მაინც დასაფლავება, როცა ეჭვი ეპარებოდათ, თან ჩვენი კოორდინატებიც ვერ დაუდგენიათ. როცა დაკრძალვის დღეს აღმოვაჩინეთ, რომ დედაჩემის ცხედარი არ იყო, დავრეკეთ ხარაგაულში და როცა ჩავედით, მიცვალებული უკვე ამოსვენებული დაგვახვედრეს. საავადმყოფოდან მარტომ წამოვიყვანე გარდაცვლილი და ემოციური ფონის გამო დედაჩემის შეხედვა ვერ შევძელი. საავადმყოფოს პერსონალის უპასუხისმგებლობამ გამოიწვია რაც მოხდა,” – განაცხადა მერაბ სულაბერიძემ.

ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიაში მცხოვრებ ოჯახს სხვა მიცვალებული გაატანეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქუთაისში მიცვალებულების არევაზე საავადმყოფო განცხადებას ავრცელებს
Next post თბილისში მინის საწრთობი საწარმო აშენდება