ნინო ნადირაძე სააკაშვილზე: ჩემს ცხოვრებაში ასეთიც მოხდა, როდესაც პაციენტის ცუდად ყოფნა ხალხს უხარია. გული მტკივა ჩემი პაციენტის გამო

Read Time:25 Second

ფაქტია, რომ ეს ადამიანი 9 თვე ჩვენთან არის და ყველაფერს ვაკეთებთ მისი ჯანმრთელობისთვის, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. მან უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექსპრეზიდენტს კარდიოგენური შოკი ჰქონდა და აღნიშნა, რომ ყველა მისი მონაცემი სტაბილურია.

„გული მტკივა ჩემი პაციენტის გამო. როდესაც მე მისი ნებისმიერი პარამეტრის ცვლილებაზე ძალიან ავადმყოფური განცდა მაქვს, ეს ხალხი გვდარაჯობს, როდის გაუარესდება. ასეთი დამოკიდებულება პაციენტის მიმართ ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა. ჩემს ცხოვრებაში ასეთიც მოხდა, როდესაც პაციენტის ცუდად ყოფნა ხალხს უხარია“, – აღნიშნა ნადირაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოგა ხაინდრავა ევროკავშირზე: მსგავსი პოლიტიკური განცხადებებია რომ ანგრევს იმ კავშირს. ის კავშირი საბჭოთა კავშირს დაემსგავსა, რადგან 308 დეპუტატი ისე იწევს ხელს, რომ არც კითხულობს, რეზოლუციაში რა წერია
Next post თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 110-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა