ნინო ბურჯანაძე – „ქართული ოცნება“ არასწორად აფასებს დასავლელი პარტნიორების გზავნილებს

Read Time:1 Minute, 2 Second

როცა სენატში საუბარია, რომ მართლმსაჯულება კლანურია და ოლიგარქის გავლენა ქვეყანაში ძლიერდება, რა უხარია „ქართულ ოცნებას“ მართლა ვერ ვხდები, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურაჯანაძემ განაცხდა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ არასწორად აფასებს დასავლელი პარტნიორების გზავნილებს.

„როცა საუბარია იმაზე, რომ არჩევნების ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარება საკმარისი არ არის და არჩევნებს უნდა ენდობოდეს ძირითადი პოლიტიკური სუბიექტები ეს ნიშნავს, რომ სერიოზული კითხვის ნიშანი აქვს ამერიკას ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით. როცა ლაპარაკია იმაზე, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება იყო ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგმული უკან დემოკრატიის გზიდან და გადახვევა დემოკრატიის გზიდან, ეს სერიოზული გზავნილია. როცა ლაპარაკია, რომ მართლმსაჯულება კლანურია და ოლიგარქის გავლენა ქვეყანაში ძლიერდება, რა უხარია „ქართულ ოცნებას“ მართლა ვერ ვხდები. ის, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ყველას უნდა, ეს ნათელი და გასაგებია. მათ შორის როცა საუბარია პარლამენტში შესვლაზე ოპოზიციამ განაცხადა, თუ მოხდება ისე, რომ გამოუშვებენ პოლიტიკურ პატიმრებს და ვადამდელ არჩევნებს დანიშნავენ, ასეთ შემთვევაში ნამდვილად შესაძლებელია პარლამენტში მუშაობა.

როცა ლაპარაკია, რომ შენ შორდები იმ პრინციპებს, რომელიც გაახლოებს დასავლურ სტრუქტურებთან, მით უმეტეს, როდესაც შენ გეუბნებიან, შორდები ევროატლანტიკურ ალიანს, რა თქმა უნდა, ეს არის ის, რაც შედის რუსეთის ინტერესებში, მაგრამ მე არ დავადანაშაულებდი არავის ჩვენი საკუთარი თავის გარდა იმაში, რაც ჩვენ გვემართება. ჩვენი ბრალია, რომ ვითმენთ ოლიგარქ ივანიშვილს, ჩვენი ბრალია, რომ მოსახლეობა არ ამბობს ხმამაღლა არას იმაზე, რომ 21 საუკუნეში ფეოდალური მეთოდებით ვიმართებით“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა ნათელაშვილი – დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები დამთავრდა მაშინ, როცა საქართველოში შემოვიდნენ „ენდიაი“ და „აირაი“
Next post ჯორჯ კენტი – „ქართული ოცნების“ მთავრობამ, რომლის ხელისუფლებაში ყოფნა დაიწყო ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობით, შეინარჩუნა ერთგულება დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზისადმი