ნიკოლოზ სამხარაძე: „ნაცმოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ღიად თქვეს, რომ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ, ამ მიმართულებით მედიაცია ამოწურულია

Read Time:26 Second

„ნაცმოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ ღიად აქვთ გაცხადებული რომ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ, მედიაციამ ამ მიმართულებით რესურსი ამოწურა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

„კრისტიან დანიელსონმა წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც მეტნაკლებად ყველასთვის უნდა ყოფილიყო მისაღები. ამ პროცესში ჩართული იყო აშშ-ის ელჩიც. ამ დოკუმენტში ყველა მხარე უნდა წასულიყო კომპრომისზე. თავიდან ყველა მხარემ განაცხადა უარი, დღეს კი რამდენიმე პარტია აცხადებს, რომ მზად არიან მოლაპარაკებები განაგრძონ. რაც შეეხება „ნაცმოძრაობასა“ და ევროპულ საქართველოს“ ისინი ამ დოკუმენტს ხელს არ აწერენ“, – განაცხადა სამხარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკოლოზ სამხარაძე: გვახსოვს სმოლენსკის ტრაგედიის მსხვერპლები და საქართველოს დიდი მეგობარი და მხარდამჭერი, პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი
Next post სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია