ნათია თურნავა სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია

Read Time:55 Second

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ტოლერანტობის მინისტრთან, ასევე ქართულ დელეგაციასთან ერთად შეხვდება ისეთი მსხვილი ჰოლდინგების აღმასრულებელ დირექტორებს, როგორებიცაა: „აბუ დაბის განვითარების ფონდი“, „მუბადალა“, „ლულუ გრუპ ინტერნეშენალი“, „დუბაი ჰოლდინგი“, „დუბაი ინვესტმენტი“, „დუბაის საინვესტიციო კორპორაცია“, „არმადა ჯგუფი“ და ADIA (Abu Dhabi Investment Authority).

უწყების ცნობით, შეხვედრებზე განხილული იქნება ორი ქვეყნის თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, უძრავი ქონების, ენერგეტიკის, საინვესტიციო და ტურიზმის სფეროებში.

„ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ მიზნით მიმდინარეობს მუშაობა ორი ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენელთა შორის მჭიდრო კონტაქტების დამყარების, სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის, ერთობლივი ბიზნეს და საინვესტიციო ფორუმებისა და სემინარების ჩატარების მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა ასევე დაათვალიერებს და გაეცნობა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ საერთაშორისო გამოფენა Expo 2020 Dubai -ზე წარდგენილ საქართველოს პავილიონის მოსამზადებელ სამუშაოებს.

მინისტრთან ერთად ქართულ დელეგაციაში იმყოფებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტირების მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ედილაშვილი.
შეხვედრებში ასევე მონაწილეობს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე“,- აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ჩანაწერებზე: ველოდები, როდის მოახერხებენ გვარამია, მელაძე, ხოჯევანიშვილი და გახარია ერთი საინტერესო ინფორმაციის „გამოგდებას“ მაინც
Next post თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში ხელოვნური კუნძული აშენდება