მიხეილ სარჯველაძე: რუსეთი არის აგრესორი, რომელმაც დაიწყო ომი საქართველოში – 7 აგვისტოს უნდა აღინიშნოს თუ 8 აგვისტოს, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს

Read Time:42 Second

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, რომ საკუთარი წარუმატებლობა თუ მავნებლური ქმედება გადაფაროს დისკუსიით, 7 აგვისტოს უნდა აღინიშნოს ეს თარიღი თუ 8 აგვისტოს.

მისი აზრით, ეს აბსოლუტურად დაცლილია არგუმენტაციისგან.

„ოპოზიცია ამბობს, რომ იმ რეზოლუციაში სხვა, საქართველოსთვის ხელსაყრელი დებულებები იყო მოცემული, თუმცა ეს ის სფეროა, სადაც აბსოლუტურად შეუპოვარი და უკომპრომისოდ უნდა იყო ხელისუფალი. როდესაც საუბრობ ქვეყნის ოკუპაციაზე, არაფრის დიდებით არ შეიძლება აღიარო და ხელი მოაწერო სინამდვილესთან შეუსაბამო ფაქტებს, რომლის მიხედვითაც საქართველო შეიძლება გამტყუნდეს. არ შეიძლება დაჰბრალდეს ქართველ სამხედროებს ომის დაწყება. რასაკვირველია, ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ახლა ცდილობენ, რომ საკუთარი წარუმატებლობა თუ მავნებლური ქმედება გადაიფაროს დისკუსიით, 7 აგვისტოს უნდა აღინიშნოს ეს თარიღი თუ 8 აგვისტოს. მე მგონია, რომ ეს აბსოლუტურად დაცლილია არგუმენტაციისგან. გადამწყვეტი მნიშვნელობა ამას არ აქვს. უნდა ვიცოდეთ კონკრეტული ფაქტები. რუსეთი არის აგრესორი მხარე, რომელმაც დაიწყო ომი საქართველოში და პასუხისმგებელია იმ დანაშაულებზე, რაც დღემდე გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – აცხადებს სარჯველაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა ლექცია „საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა სამართლებრივი გზებით“ თელავში ჩაატარეს
Next post იუსტიციის მინისტრმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია თელავში წარადგინა