მიხეილ სარჯველაძე – არ ვიცი, რამდენად იცის ლევან ხაბეიშვილმა, რა არის სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა, მაგრამ ვალდებულია, ამ ყველაფერს პასუხისმგებლობით მოეკიდოს

Read Time:44 Second

არ ვიცი, რამდენად ერკვევა ლევან ხაბეიშვილი და რამდენად იცის, რა არის სამართალი და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძე განაცხადა.

 

„არ ვიცი, რამდენად ერკვევა ლევან ხაბეიშვილი და რამდენად იცის, რა არის სამართალი და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა. იცის თუ არა, ამის მიუხედავად, ის ვალდებულია, ამ ყველაფერს პასუხისმგებლობით მოეკიდოს, რადგან პრეტენზია და ამბიცია აქვს, რომ პოლიტიკოსია. რომელი პარტიის თავმჯდომარეც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა წარმოიდგინოს თავი, უფლება არ აქვს, თავი დააყენოს უფრო მაღლა, ვიდრე სახელმწიფო და სამართალია. ეს არავის გასვლია და არც მას გაუვა, თორემ ასეთი განცხადება რეალობამდე ვერც მიიყვანს. ეს ორი პოლიტიკური დაჯგუფება ამომრჩეველში ქულების დასაწერად პარტიის შიგნით ინსტრუმენტად და კრიტერიუმად იყენებენ იმას, თუ ვინ უფრო მეტად არანორმალურ რამეს იტყვის, რაც თავსებადი არ არის სამართლებრივი ან დემოკრატიული სამყაროსთვის. რადიკალიზაციას ვინ მეტად მოახდენს და საკუთარ ამომრჩეველს გულს ვინც მეტად მოფხანს, ამაზე კეთდება გათვლა, რაც არასწორია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post წელს Galt & taggart ტურიზმის შემოსავლების 15%-ით ზრდას პროგნოზირებს
Next post კახა კალაძე – ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან იყო მიღებული, მათი მხრიდან იყო საქართველო სანქცირებული, თუ მოხსნიან, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ