მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ლადო კახაძე იქნება

Read Time:21 Second

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ექიმი ლადო კახაძე იქნება.

ლადო კახაძე მაჟორიტარობის კანდიდატად „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში წარადგინა.

ლადო კახაძე 1998-2002 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს გაიმართება.

შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა გახდა, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში მთაწმინდის ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მხატვრულ ტანვარჯიშში კიევის გრანპრიზე ქართველმა სპორტსმენმა, სალომე ფაჟავამ ოქროს მედალი მოიპოვა
Next post ‘მან მეტოქის სიცოცხლე იხსნა!’ – ჯანო ანანიძის გმირობას ევროპული მედია ეხმაურება