მარინა კალიურანდი: ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას და ჩვენ მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ეროვნული ინტერესებით იმოქმედონ

Read Time:27 Second

ოდირის, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის დელეგაციებმა უკვე გამართეს ბრიფინგი და მე სრულად ვეთანხმები იმას, რაც მათ თქვეს – შეფასებებს წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნებს დღის ნაწილში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდებოდა.

„მე ვიყავი თბილისში საარჩევნო უბნებზე, არ ვარ არც „ქართული ოცნების“, არც დიდი თუ პატარა პარტიების მხარდამჭერი. უბრალოდ მომეცა საშუალება გავსაუბრებოდი ხალხს და ისინი ამბობენ, რომ დაიღალნენ პოლიტიკური კონფრონტაციებითა და პოლარიზებით. ქართველ ხალხს სურს მშვიდობა, სტაბილურობა და ყოველდღიური პრობლემების მოგვარება. საქართველო ჩვენი ახლო მოკავშირე და პარტნიორია. ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას. ჩვენ მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ეროვნული ინტერესებით იმოქმედონ“, – განაცხადა კალიურანდმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: პლანეტის ნებისმიერი ადამიანი რომ ჩამოვიდეს და გვთხოვოს, დღეს ხელისუფლებაში სააკაშვილის გამომშვები არავინ არის
Next post ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობზე“: ყველაფერს გავაკეთებთ კანონმდებლობისა და გონიერების ფარგლებში, იმისთვის რომ ეს მახინჯი პოლიტიკური ძალა საბოლოოდ ჩანაცვლდეს ჯანსაღი ძალებით