მამუკა მდინარაძე: ჩვენ უნდა ვისაუბროთ შაქარაშვილის უდიდეს ტრაგედიაზე და მის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

Read Time:36 Second

 

,, ჩვენ უნდა ვისაუბროთ შაქარაშვილთან დაკავშირებულ უდიდეს ტრაგედიაზე და მის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ფაქტებზე”, განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია ,,იმედი”-ს ეთერში საუბრისას. ,,აქვე მინდა ვახსენო ოპოზიციის ბინძური ბრძოლის ერთ-ერთი მაგალითი. ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ დამისვა შეკითხვა, ზოგადად რატომ ვერ აღმოფხვრა სახელმწიფომ, ჩვენმა ხელისუფლებამ ქუჩის გარჩევები, ჩხუბები და ასე შემდეგ. მე ვუთხარი რომ ეს არის ზოგადი პრობლემა, რომ მისი აღმოფხვრა მარტივი არ არის და ურთულესია. მთელ მსოფლიოს აწუხებს ეს საკითხი და მისი მოგვარება ასე მარტივად არ ხდება. ეს ფრაზა გამოიტანეს ცალკე და დააწერეს ამ ნიუსს : ,,მდინარაძე შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას”. ეს არის უდიდესი სპეკულაცია. ცდილობენ ხალხს დააჯერონ, რომ თითქოს მამუკა მდინარაძე შაქარაშვილის ტრაგედიაზე საუბრისას აგდებულად საუბრობს და ამბობს, რომ ეს ზოგადი პრობლემაა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება”, აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალექსანდრე ქანთარია: „ჰუბერტ ქნირშმა ოპოზიციაზე იზრუნა, იქნებ სახე შეინარჩუნონო. მაგრამ, რად გინდა, შეაყარე კედელს ცერცვი“
Next post ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 6 ქალაქისთვის 175 ერთეული ავტობუსი შეისყიდა