მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი ჩამოვა, ჩაჯდება ციხეში, არ ჩამოვა, მაინც დასაცინი გახდება, ორივე შემთხვევაში, 3 ოქტომბერს ეს ადამიანი დასაცინი იქნება

Read Time:31 Second

სააკაშვილი ჩამოვა ჩაჯდება ციხეში, არ ჩამოვა მაინც დასაცინი გახდება – ორივე შემთხვევაში, 3 ოქტომბერს ეს ადამიანი დასაცინი იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, ის გუნდის წევრებმა დაარწმუნეს, რომ საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადება გაეკეთებინა, თორემ არჩევნებში აგებდნენ ისე, როგორც არასდროს.

„ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო მუშაობა არ ჩაუტარებიათ და ახლა რაღაც მუხტის აწევას ცდილობენ, რომ თითქოს მიშა ჩამოდის. ჩამოვა ჩაჯდება ციხეში, არ ჩამოვა მაინც დასაცინი გახდება – ორივე შემთხვევაში, 3 ოქტომბერს ეს ადამიანი დასაცინი იქნება. რატომ გაიხადა თავი დასაცინად არ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს, გუნდის წევრებმა დაარწმუნეს, რომ ეს განცხადება უნდა გაეკეთებინათ, თორემ არჩევნებს აგებდნენ ისე, როგორც არასდროს წაუგიათ“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თორნიკე რიჟვაძე: აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში გვყავს იმდენად ღირსეული კადიდატები, რომ გამარჯვება გარდაუვალია
Next post კახაბერ ლაბუჩიძემ წინასაარჩევნო შეხვედრები დაასრულა