მამუკა მდინარაძე: რადგან საქმე ეხება ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უნდა გავჩერდეთ ყველაფერზე? მონური ფსიქოლოგია ამ ქვეყანაში არავის უნდა ჰქონდეს

Read Time:55 Second

რადგან საქმე შეეხება ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უნდა გავჩერდეთ ყველაფერზე?! თუ მათ შევეკამათებით ეს ორი ქვეყნის მეგობრობის ჩარჩოებში და სიმართლის დაცვის ჩარჩოებშიც ჯდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, არცერთ პოლიტიკოსს არ გამოუყენებია წინადადება – „დასავლეთს უნდა ომი“ და კონკრეტულ კითხვებს პასუხი რომ გასცემოდა, ამ თემის განხილვა აღარ გაგრძელდებოდა.

„თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ შემთხვევა რომ რომელიმე პოლიტიკოსმა გამოიყენა ფრაზა – „დასავლეთს უნდა ომი“. ჩვენი რჩევა იყო, რომ კონკრეტულ კითხვებს კონკრეტული პასუხები გასცემოდა, რადგან პასუხები არ იყო, ეს თემაც იმიტომ გაგრძელდა. თუ კითხვები დაისვა, ეს არის თავდასხმა და თუ „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკა ან დაბრალება მოხდა, ეს არაფერს არ ნიშნავს? რადგან საქმე შეეხება ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უნდა გავჩერდეთ ყველაფერზე? თუ მათ შევეკამათებით ეს ორი ქვეყნის მეგობრობის ჩარჩოებში და სიმართლის დაცვის ჩარჩოებშიც ჯდება. ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატებია და კითხვაც არ დავსვათ – ეს არის ის ფსიქოლოგია, რომელიც არცერთ სუვერენულ ქვეყანას არ გამოადგება და ხელისუფლების არცერთმა წარმომადგენელმა ასე არ უნდა იფიქროს. შეგვიძლია ვურჩიოთ კიდევაც, რომ ჯობია გაეცეს ძალიან კონკრეტული და მკაფიო პასუხები, ის რომ მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელია და ეს არ გაბედოთ, ასეთი მონური ფსიქოლოგია ჩემი აზრით, არავის არ უნდა ჰქონდეს ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გურამ მაჭარაშვილი – სააკაშვილი ციხეში იმიტომ არ არის, რომ ქართული პოლიტიკა უნდოდა, განცხადებებშიც ემჩნევათ, რა ჭკუის პატრონები არიან მისი ადვოკატები
Next post პაატა მანჯგალაძე – არ მგონია, სწორი იყოს საკითხის ისე დაყენება, რომ თუ სააკაშვილი პოლიტიკიდან წავა, პატიმრობიდან გათავისუფლდეს