მაკა გიორგობიანი – ეს გამარჯვება ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესია

Read Time:47 Second

ისტორიაში პირველად, საქართველომ ფიგურულ ციგურაობაში ოქროს მედალი მოიპოვა – ანასტასია გუბანოვამ მოკლე და თავისუფალ პროგრამაში შესანიშნავად იასპარეზა, ჯამში 199.10 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

საქართველოს პირველი არხი ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტს, მაკა გიორგობიანს დაუკავშირდა, რომელიც ფინეთის ქალაქ ესპოოში ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება.

„ეს წარმატება არის უმნიშვნელოვანესი ზოგადად ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიისთვის და ასევე უმნიშვნელოვანესია ჩვენი ფედერაციის მომავლისათვის.

ბრძოლა ურთულესი, დაძაბული და კონკურენტული იყო. ამ ფაქტორების მიუხედავად, ანასტასიამ ყველაფერი გააკეთა. ეს არ იყო მხოლოდ ფიზიკური ბრძოლა, აქ იყო ურთულესი ფსიქოლოგიური ჭიდილიც, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე ჩვენი ქვეყნის სახელი გავიტანეთ ყველაზე მაღალ საფეხურზე.

„მადლობა“, – ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული ტრიუმფის შემდეგ ეს იყო ის პირველი სიტყვა, რაც მე ანასტასია გუბანოვას ვუთხარი. ეს გამარჯვება, პირველ რიგში, ანასტასიას თავდაუზოგავი შრომის შედეგია.“

დღეს მოგვიანებით ასევე ყინულზე გავლენ მოცეკვავე წყვილები – გიორგი რევია და მარია კაზაკოვა, რომლებიც პირველი გამოსვლის შემდეგ მე-8 ადგილზე არიან. ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ასევე მიიღეს მონაწილეობა ნიკა ეგაძემ და მორის ყვითელაშვილმა, რომლებიც, შესაბამისად, მე-7 და მე-16 ადგილზე გავიდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან ხაბეიშვილი – უახლოეს პერიოდში რატი ბრეგაძეს გაურთულდება პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება, ამაში დარწმუნებული ვარ, თუ უნდა, მუქარად მიიღოს
Next post ბექა დავითულიანი – სააკაშვილი არცერთი კანდიდატის მიმართ პირდაპირ მხარდაჭერას არ გამოხატავს, ისეთ თამაშს თამაშობს, რომ ყველა მიიმხროს, მისთვის პარტია არის ინსტრუმენტი, რომ თვითონ იყოს უკეთეს მდგომარეობაში