ლაშა ტალახაძე: ჩემი საბოლოო მიზანი ტოკიოს ოლიმპიადაზე ორჭიდში ჯამში 500 კგ-ის დაფიქსირებაა

Read Time:34 Second

ჩემი საბოლოო მიზანი ტოკიოს ოლიმპიადაზე ორჭიდში ჯამში 500 კგ-ის დაფიქსირებაა, – ამის შესახებ ევროპის ხუთგზის ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

ტალახაძემ მოსკოვში ჩატარებულ ჩემპიონატზე ისაუბრა, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა ტურნირი 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

მისი თქმით, ქართველმა ძალოსნებმა ტურნირზე გუნდურად კარგი შედეგი აჩვენა.

„ჩვენ არა მარტო პირადში, გუნდურ შეჯიბრებებზეც გამყარებული გვაქვს სამეული და სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან შედარებით ვლიდერობთ. ეს ძალიან კარგია, რომ სტაბილურად წინ მივიწევთ. მაინც ვიტყვი, რომ რამდენიმე გულდასაწყვეტი ფაქტი იყო ჩვენს სპორტსმენებთან დაკავშირებით, თუმცა სპორტში ყველაფერი ხდება“, – განაცხადა ტალახაძემ.

მან ისაუბრა ირაკლი თურმანიძესთან დაკავშირებით, რომელიც ასევე 109+ კილოგრამ წონაში გამოდიოდა, თუმცა ტრავმის გამო სათანადოდ ვერ იასპარეზა.

ტალახაძის თქმით, მისთვის სამწუხარო იყო ის ფაქტი, რომ თურმანიძემ შესაძლებლობები ვერ აჩვენა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ყველა მუსლიმ მოქალაქეს გულითადად გილოცავთ რამადანის თვის დადგომას
Next post თენგიზ ცერცვაძემ COVID19-ით გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზი დაასახელა