კურტ ვოლკერი – დოკუმენტი რამდენიმე რესპუბლიკელი კონგრესმენის მოსაზრებებს გამოხატავს, თუმცა, არ გამოხატავს მთლიანი კონგრესის მოსაზრებებს  

Read Time:44 Second

მხოლოდ ის, რომ გამოდის ანგარიში, რომელსაც კონგრესმენები თუ სენატორები აწერს ხელს, არ ნიშნავს, რომ ისინი ყოველ სიტყვას ადასტურებენ, – ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა, აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში და ყოფილმა წარმომადგენელმა ნატო-ში, კურტ ვოლკერმა, „ინტერპრესნიუსს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა.
მან ისაუბრა 13 კონგრესმენის მიერ ხელმოწერილი ანგარიშის შესახებ, სადაც ეწერა: „ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“.
„ამ ანგარიშის ავტორებს ვესაუბრე, ვიტყოდი, რომ დოკუმენტს ქართველმა ხალხმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ის რამდენიმე რესპუბლიკელი კონგრესმენის მოსაზრებებს გამოხატავს. თუმცა, არ გამოხატავს მთლიანი კონგრესის მოსაზრებებს და არ ველოდები, რომ კანონმდებლობაში გადაიზრდება. ამას გარდა, ანგარიშში რამდენიმე შეცდომაცაა. აშკარაა, რომ ივანიშვილი საქართველოში არსებითად მნიშვნელოვანი და ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ ჩემი აზრით, ის ბევრად დამოუკიდებელია მოქმედებებში, ვიდრე ანგარიშში მოხსენიებული მეორე ადამიანი, – მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში პარლამენტარია, პუტინი მისი შვილების ნათლიაა და ის უკრაინაში მართლაც წარმოადგენს პუტინის ინტერესებს. ჩემი აზრით, ივანიშვილისა და მედვედჩუკის როლები არ უნდა შევადაროთ“, – აღნიშნა ვოლკერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯოზეფ ბორელი: ვიმედოვნებთ, რომ ყოველი მხრიდან ვიხილავთ ახალი საარჩევნო სისტემისთვის კონსტიტუციური ცვლილებების მხარდაჭერას
Next post ჩვენ ვგრძნობთ საზოგადოების მხარდაჭერას, ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და მომავლის წინაშე. „ქართული ოცნება“, ქართველ ხალხთან ერთად, ყოველ ჯერზე წარმატებით დაძლევს ყველა გამოწვევას