კრისტიან დანიელსონი: თუ იქნება მიღწეული შეთანხმება, იქნება ერთი მთავარი გამარჯვებული – ქართველი ხალხი

Read Time:39 Second

დღეს მქონდა სხვადასხვა შეხვედრები პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, ხვალინდელი შეხვედრის მოსამზადებლად. ჩემი დღევანდელი მიზანი იყო მომეძიებინა გზები, იმისთვის რომ ყველაზე რთული პუნქტები ამ მედიაციისა შესრულებულიყო. ეს რთული პროცესია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.

„დემოკრატია საჭიროებს, რომ მხედველობაში სხვა მხარეების ინტერესებიც იყოს მიღებული. როგორც ყოველთვის, მე ახლაც ვამბობ, რომ ეს ნიშნავს ყველა მხრიდან დათმობას. რაც შეეხება პროცესს, მე ვუთხარი პარტიების ლიდერებს, რომ მომავლისთვის მდგრადი ჩარჩო გაკეთდეს. ესაა ნდობის აღდგენის გზა. ეს უპასუხებს იმის საჭიროებას, რომ გატარდეს სისტემური რეფორმა, იმისთვის რომ საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესისა და მართლმსაჯულებისადმი გაიზარდოს. საბოლოდ პარტიებზეა დამოკიდებული, რომ აიღონ პასუხისმგებლობა ასეთი დოკუმენტის ხელმოწერაზე. ესაა შესაძლებელი ლიდერებისთვის, რომ აჩვენონ თავიანთი დემმოკრატიული სიმწიფე. თუ იქნება მიღწეული შეთანხმება, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები, სადაც მთავარი გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი“, – განაცხადა დანიელსონმა .

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯანმოს დირექტორი: ვაქცინების უთანასწორო განაწილებას ეკონომიკაზე გამანადგურებელი გავლენა აქვს
Next post კრისტიან დანიელსონი – მოვუწოდებ ყველა პარტიას, უზრუნველყონ, რომ ხვალ საქართველომ გაიმარჯვოს