კახა კალაძე – ქართველი ხალხი არის ბრძენი, „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებზე შესაბამისი პასუხი გაეცა

Read Time:25 Second

ქართველი ხალხი არის ბრძენი, „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებზე შესაბამისი პასუხი გაეცა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის შეთავაზებას ეხებოდა.

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ამისთვის ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს.

„კიდევ რას ითხოვენ? რასთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას ხუთკაცინი ჯგუფი? ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ცდილობს ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა, ქვეყანაში შემოიტანოს დაპირისპირება. ისინი პირდაპირ საუბრობდნენ მთელი არჩევნების განმავლობაში რევოლუციაზე, გადატრიალებაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართველი ხალხი არის ბრძენი და შესაბამისი პასუხი გაეცა მათ არჩევნებზე“,- განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – „ნაციონალური მოძრაობის“ ანტისახელმწიფოებრივ ძალას სახელმწიფოებრივი მიდგომებით დავუპირისპირდებით
Next post დიღმის მასივში აივანზე 20-წლიანი დგომის შემდეგ, ჟიგული მიწაზე ჩამოიყვანეს. ვიდეო