კახა კალაძე: პარტიასთან ნუ გავაიგივებთ სალომე ზურაბიშვილს

Read Time:1 Minute, 2 Second

პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ამერიკული ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით საუბრები არ ყოფილა. ამის შესახებ კალაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტირებისას თქვა.

სალომე ზურაბიშვილმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში თქვა, რომ საქართველოში ამერიკული ბაზის მშენებლობა რეკომენდებული არ არის.

კახა კალაძის განცხადებით, მან არ იცის რა კონტექსტში თქვა სალომე ზურაბიშვილმა ეს, თუმცა კალაძე დასძენს რომ ქართველ ხალხს და ხელისუფლებას არჩეული აქვს “ამ დიდი ოჯახის წევრობა, რომელსაც ევროპა და ნატოსთან თანამშრომლობა ჰქვია.”

“ამერიკა ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენი მეგობარი ქვეყანა. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობიდან ყოველთვის გვერდით გვედგა. ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული მოლაპარაკებების შედეგად, რომელსაც ჩვენ მივიღებთ”, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან პარტიის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი “ქართული ოცნების” წევრი არ არის და მას არ აქვს კავშირი პარტიასთან. კალაძის განცხადებით ზურაბიშვილი დამოუკიდებელია, მმართველმა პარტიამ კი საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატისთვის მხარის დაჭერა გადაწყვიტა.

“ჩვენ ვაკვირდებოდით მოვლენებს და რადგან იგი იყო ერთადერთი ღირსეული კანდიდატი, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, მისთვის მხარი დაეჭირა. შესაბამისად, პარტიასთან ნუ გავაიგივებთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა თქვა, რომ ამერიკული სამხედრო ბაზის თემა დღის წესრიგში არ დგას.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდებული არ არის. ამის შესახებ მან “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის სამხედრო თანამშრომლობა უნდა გაიზარდოს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული პარკი გაიხსნა. ფოტო
Next post მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, სამხედრო ექიმ მერი მაღრაძეს დღეს 100 წელი შეუსრულდა