კახა კალაძე: ეს დამაჯერებელი გამარჯვებაა – 48%-ის მოპოვება 10 წლის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია

Read Time:27 Second

რა თქმა უნდა, ეს დამაჯერებელი გამარჯვებაა. 48%-ის მოპოვება, ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია. ამას გულწრფელად გეუბნებით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა კითხვის პასუხად, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ საქართველოში მოახდინა თუ არა მათი მხარდამჭერების მობილიზაცია.

„შედეგი სახეზეა – 48% აიღო „ქართულმა ოცნებამ“, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“. ფაქტობრივად, ყველა იმ ოლქში, სადაც მეორე ტური გაიმართება, „ქართული ოცნება“ პირველ ადგილზეა. მხოლოდ რამდენიმე ოლქია, სადაც „ქართული ოცნება“ მეორე ადგილზეა. თუმცა, მეორე ტურები უნდა გაიმართოს და დაველოდოთ საბოლოო შედეგებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდ, სამართლიან, უსაფრთხო და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა
Next post კახა კალაძე: შეიძლება რაღაც დავაკელი პროცესს, ამისთვის ბოდიში – მზად ვარ მეორე ტურში მონაწილეობისთვის და პატივს ვცემ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც თბილისელები მიიღებენ