კახა კალაძემ თბილისში, ქარის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების დროულად მოგვარებისთვის, შესაბამის სამსახურებს მადლობა გადაუხადა

Read Time:38 Second

დედაქალაქის მერმა თბილისში, ქარის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაბამისმა სამსახურებმა პრობლემების მოგვარება დროულად მოახერხეს. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„გუშინ, ძლიერმა ქარმა თბილისის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა. ძირითადად ეს იყო საბურთალო, გლდანი, ნაძალადევი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა. პრობლემები იყო იმ თვალსაზრისით, რომ გარკვეულ ლოკაციებზე სახლებს სახურავები გადახადა, იყო ხის წაქცევის ძალიან ბევრი შემთხვევა. ასევე, რამდენიმე ლოკაციაზე კედლის ჩამოშლის შემთხვევები იყო ავარიულ სახლებში, სადაც არავინ ცხოვრობს. მინდა მადლობა გადავუხადო „ეკოსერვის“ ჯგუფს, ათივე რაიონის გამგეობას, მუნიციპალურ ინსპექციას, ყველა იმ ადამიანს, ვინც გუშინ მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოწესრიგებულიყო. მინდა ასევე გთხოვოთ, ის დარჩენილი პრობლემები, რაც არის მოსაგვარებელი, ყველაფერი დროულად მოწესრიგდეს, რომ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ შეექმნათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი და გულწრფელი დიალოგი
Next post ლევან იოსელიანი: გამოსავალი დიალოგშია, მხარეები უნდა დასხდნენ და ისაუბრონ