იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისათვის გადაცემის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

Read Time:51 Second

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ  სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ინტენსიური თანამშრომლობით და გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისათვის გადაცემის მცდელობის ფაქტზე (სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და 19-378მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი) სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბ.მ.  და თ.მ. დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 29 დეკემბერს  №15 პენიტენციური დაწესებულების საამანათო განყოფილებაში თ.მ.-ის მიერ მსჯავრდებულისთვის გადაცემის მიზნით შპს „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით გაგზავნილი ამანათი შევიდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ ამანათის შემოწმება-დათვალიერების დროს  აღმოჩნდა, რომ მასში  განთავსებული სპორტული შარვლის ზონარი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინით“ იყო გაჟღენთილი.

რაც შეეხება ბ.მ.-ს, გამოძიებით დადგინდა, რომ მან №15 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისთვის გადაცემის მიზნით  შპს „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით გაგზავნილ ამანათში განათავსა ქურთუკი, რომლის სარჩულშიც სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა   ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინით“ გაჟღენთილი ორი  მოთეთრო ფერის ჩაკერებული ქსოვილი აღმოაჩინეს.

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეზე   გამოძიებას აგრძელებს და აცხადებს, რომ როგორც აქამდე, მომავალშიც მკაცრად დაიცავს კანონს  და განაგრძობს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დანაშაულთან ბრძოლას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ კოვიდინფიცირებულ ორსულებთან კორონავირუსს შეუძლია პლაცენტაში შეღწევა, ნაადრევი მშობიარობისა და მკვდრადშობადობის გამოწვევა
Next post 84 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული ფეხბურთელი ილია დათუნაშვილი