იუსტიციის მინისტრად რატი ბრეგაძე დაინიშნა

Read Time:43 Second

ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის ახალი მინისტრი წარადგინა. იუსტიციის სამინისტროში გოჩა ლორთქიფანიძეს, რომელიც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს, რატი ბრეგაძე შეცვლის. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„გოჩა ლორთქიფანიძე მიემგზავრება ჰააგაში, გუშინ იყო მისი ბოლო სამუშაო დღე. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო და ვუსურვო წარმატებები. იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე რატი ბრეგაძე დაინიშნა. რატი არის მაღალი კვალიფიკაციის იურისტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ის სწავლობდა ჰამბურგის უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა სამართლის მაგისტრის და სამართლის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 2012 წლიდან რატი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და არის კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი. 2012 წლის ნოებრიდან დღემდე სხვადასხვა პერიოდში მას ეკავა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის, განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის მოადგილის, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის და ბოლოს, თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა. რატი ასევე იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი და მინდა, მას წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი ფინანსთა მინისტრი წარადგინა
Next post პაატა იმნაძე: ქუჩაში ადამიანებს პირბადე აღარ უკეთიათ და სახელმწიფო შეიძლება იძულებული გახდეს, შეზღუდვები ისევ შემოიღოს