ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ წარსულს ვაბარებთ საბჭოთა ტექნიკას

Read Time:31 Second

საქართველოს თავდაცვის ძალები ახალი სპეცტექნიკით აღიჭურვება. ამ საკითხთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროში უწყების ხელმძღვანელმა ბრიფინგი გამართა.

„დღეს ჩვენ ხელს მოვაწერთ შეთანხმებას, რომლითაც, ახალი სტანდარტების დამკვიდრებისთვის მორიგი რეფორმის შესრულებას ვიწყებთ. რამდენიმე თვეში თავდაცვის ძალებს ექნება თანამედროვე, NATO-ს წევრი ქვეყნების სტანდარტის, მსოფლიო ბრენდების საუკეთესო სპეცტექნიკა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„დღევანდელი შეთანხმებით, ჩვენ წარსულს ვაბარებთ საბჭოთა წარმოების, ასევე – NATO-ს არაწევრი ქვეყნების მიერ წარმოებულ, მოძვეებულ სპეციალურ ტექნიკას. მოგეხსენებათ, მრავალი ათწლეულის განმავლობაში, ჩვენს სამხედროებს, თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, არაკომფორტული, არაეფექტიანი და ამავდროულად, არასაიმედო ტექნიკის გამოყენება უწევდათ. ეს ნამდვილად არ იყო ის ხარისხი, რასაც ჩვენი სამხედროები იმსახურებდნენ. ამიტომ, დღეს ჩვენ უპრეცენდენტო მასშტაბის განახლებით, ამ ვითარებას მთლიანად შევცვლით“, – განაცხადა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უცხოური მედია – საარჩევნო ცვლილების შესახებ 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ იყო
Next post ნათია თურნავა: აშშ-ის დახმარებით გვექნება დეტალური ინფორმაცია, რაც სამთომომპოვებელ სექტორში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვაში დაგვეხმარება