ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან

Read Time:1 Minute, 6 Second

მთავრობის სახელით გულწრფელი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ჩვენი მოქალაქეების დასაქმებისა და რეალური განვითარების ფუნდამენტის შექმნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობას აქვს კონკრეტული ხედვა, როგორ გამოვიდეთ კოვიდპანდემიით შექმნილი კრიზისიდან.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ საკმაოდ რთულ ვითარებაში მოგვიწია ჩვენყოფნა და განსაკუთრებით თქვენ დაზარალდით კოვიდპანდემიის გამო, მოსახლეობა, ჩვენი ხალხი, მთლიანად ბიზნესი, რომელიც ძირითადი დამსაქმებელია ჩვენს ქვეყანაში და რეალური დოვლათის შემქმნელი. აქედან გამომდინარე, მთავრობის სახელით გულწრფელი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ჩვენი მოქალაქეების დასაქმებისა და რეალური განვითარების ფუნდამენტის შექმნისთვის.

რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, ასე ვთქვათ, ეს არის პირველი ოფიციალური შეხვედრა თქვენთან, თუმცა სხვა ფორმატში დავიწყოთ აქტიური შეხვედრები და ვისაუბროთ ყველა იმ საჭირბოროტო საკითხზე, რომელიც თქვენს ბიზნესს აწუხებს. ბუნებრივია, ჩვენ კარგად გვესმის, რომ პრობლემა ბევრია ქვეყანაში. ხვალ გვექნება შესაძლებლობა უფრო ვიწრო ფორმატში ვისაუბროთ ყველა იმ ძირითად საკითხზე, რაც ბიზნესს დაუგროვდა, ყველა იმ პრობლემაზე, რაც თქვენ წინაშე არსებობს. მინდა დაგარწმუნოთ, ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული ის, რომ საკმაოდ რთულ ვითარებაში ვიმყოფებით, ვინაიდან კოვიდპანდემია სერიოზული გამოწვევაა არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, როგორ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა გავააქტიუროთ ვაქცინაცია და ეს იქნება წინაპირობა, რომ მოსახლეობა გამოვიდეს და ეკონომიკა და ბიზნესი ამუშავდეს. მეორე მხრივ, ჩვენ უნდა დავიწყოთ აქტიური კოორდინაცია და თანამშრომლობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post როგორია კორონავირუსით გარდაცვალების მონაცემები 30 მარტის მდგომარეობით
Next post არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდებ, გამოიჩინონ კონსტრუქციული მიდგომა საქართველოსთვის საუკეთესო შედეგის მისაღწევად